Thumbnail

ტრანსფერი | 71 მილიონ ევროდ! მანჩესტერ სიტის ბენფიკას კაპიტანი მიჰყავს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • მანჩესტერ სიტიმ ლისაბონის ბენფიკადან რუბენ დიაშის ტრანსფერი სრულყო
  • 23 წლის უკანახაზელი ამ სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე ძვირფასი მცველია

მანჩესტერ სიტის დაცვას გაძლიერება რომ სჭირდება, ეს კვირას კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ხოსეპ გვარდიოლას გუნდი საკუთარ მოედანზე ლესტერთან 2:5 წააგო. პეპი ახალ მცველს მიიღებს და ეს პორტუგალიელი რუბენ დიაში იქნება, რომელიც სიტიში ლისაბონის ბენფიკადან 71 მილიონ ევროდ გადადის. სანაცვლოდ, ბენფიკა ნიკოლას ოტამენდისაც მიიღებს - 15 მილიონ ევროდ.

პორტუგალიურმა კლუბმა საკუთარი კაპიტნის ტრანსფერზე შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა, თუმცა დიაშს და ოტამენდის შესაბამისი კონტრაქტებისთვის ხელი ჯერ არ მოუწერიათ.

“ეს განსაკუთრებული მომენტია და ვფიქრობ, ხალხი გამიგებს, რატომ მიმაჩნია ასე,” - უთხრა დიაშმა A Boka-ს მორეირენსესთან 2:0-ის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ ლესტერთან 2:5 გვარდიოლას სამწვრთნელო კარიერის 686 მატჩში პირველი შემთხვევაა, როცა პეპის გუნდმა 5 გოლი გაუშვა. სიტის ფანები იმედოვნებენ, რომ დიაში გუნდის უკანა ხაზს ისევ დაასტაბილურებს.

კომენტარები

ბოლო ამბები