Thumbnail
  • ტულონის გულშემატკივრის ბლოგი მამუკა გორგოძეზე.
  • ფრანგულ კლუბს დიდი ძალა დაუბრუნდა.

ფრანგულ კლუბ ტულონს აქვს ბლოგგვერდი, სადაც გულშემატკივრები გუნდის მორაგბეებზე ბლოგებს წერენ. ერთ-ერთი გულშემატკივარი მამუკა გორგოძის დაბრუნებას გამოეხმაურა.

 მამუკა გორგოძემ დაბრუნება კლერმონთან ლელოთი აღნიშნა

blog-rct: ტრავმის შემდეგ, მამუკა გორგოძე ტულონს დაუბრუნდა. ქართველმა ძირითად შემადგენლობაში საკუთარი ადგილი დაიკავა. გორგოძემ კლერმონთან კარგი შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა მორაგბემ ლელოს დადება მოახერხა.

გორგოძემ რასინგის წინააღმდეგ მატჩი სრულად ჩაატარა და თავისი მებრძოლი სული გამოავლინა. ქართველს ხშირად აკრიტიკებდნენ უხეში თამაში გამო, მაგრამ ეს კომპონენტიც დახვეწილი აქვს. გორგოძის გამოჯანმრთელება ტულონისთვის ძალიან კარგი ამბავია, რადგანაც კლუბს პლეი ოფის ეტაპზე ასეთი მებრძოლი სულის მორაგბე დასჭირდება.

კომენტარები

ბოლო ამბები