Thumbnail

'ერთი ნაბიჯი უკან გადავდგით' - ანდრეა პირლო უკმაყოფილოა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ტურინის იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო უკმაყოფილო დარჩა რომასთან მატჩით, რომელიც 2:2 დასრულდა. ახალბედა სპეციალისტის განცხადებით, იუვემ ნაბიჯი უკან გადადგა, თუმცა კი, გუნდი ჯერაც ზრდის პროცესშია.

ანდრეა პირლო (იუვენტუსის მთავარი მწვრთნელი): "ვიცოდით, რომ იმ გუნდის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, რომელიც ბევრი ფეხბურთელით უტევს. ამიტომაც სამპდორიასთან თამაშისგან განსხვავებული მატჩი გამოვიდა. ერთი ნაბიჯი უკან გადავდგით, მაგრამ ჩვენი გუნდი შენების პროცესშია, სეზონის დაწყებამდე სათანადოდ მოსამზადებლად კი, დრო პრაქტიკულად არ გვქონია. ნებისმიერ შემთხვევაში ქულები არ დაგვიკარგავს, არამედ 1 ქულა მოვიპოვეთ".

შეგახსენებთ, რომ იუვენტუსს ორი ტურის თავზე 4 ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 4 ოქტომბერს, ნაპოლის დაუპირისპირდება, რომელიც სერია A-ს მილანთან ერთად ლიდერობს.

კომენტარები

ბოლო ამბები