Thumbnail

ყაზანის რუბინის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ვოლგოგრადში როტორთან მოგებული (3:1) მატჩი შეაფასა და გასაკვირი არ ყოფილა, რომ დიდი დრო ამჯერადაც ხვიჩა კვარაცხელიას დაუთმო. 19 წლის ქართველმა ფეხბურთელმა მასპინძელთა კარში გოლის გატანა მოახერხა, პენალტი გამოიმუშავა და მთელი შეხვედრის განმავლობაში ძალიან აქტიური იყო. შემთხვევითი არ ყოფილა, რომ გასული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ კვარაცხელია დაასახელეს.

“ხვიჩაზე ყველა მატჩის შემდეგ მეკითხებიან და ჩემდა გასაკვირად, ბოლო პერიოდში ყველა იმას არკვევს, ის ინდივიდიალური ქმედებებით ძალიან ხომ არ ერთობა. ჩვენ ფლანგურ შეტევებზე დიდ აქცენტს ვაკეთებთ და სწორედ ასეთი ფეხბურთელები გვჭირდება. ცხადია, ის დრიბლინგზე ძალიან ხშირად მიდის, თუმცა, შედეგიც ხომ მოაქვს? თუკი შევზღუდეთ, ასეთი სარგებლიანი ნამდვილად ვერ იქნება. დღესაც მანუჩარიანი ყვითელ ბარათზე დასვა და მე-2 ტაიმში ის გაძევებულ იქნა. როდესაც მეტოქე 10 კაცის ამარა დარჩა, სიტუაცია ჩვენთვის სასიკეთოდ შეიცვალა. ამის მერე კვარაცხელიამ სწორედ ინდივიდუალური გარღვევის წყალობით გაიტანა და შემდეგ პენალტიც გამოიმუშავა. მატჩის ბოლოსკენ, როდესაც როტორის დაცვაში თავისუფალი სივრცეები გამოჩნდა, ხვიჩას ხელ-ფეხი გაეხსნა და 5 საგოლე პასი მაინც უნდა გაეკეთებინა, თუმცა, ასე არ მოხდა. აი, ამ მხრივ მას სამუშაო ნამდვილად აქვს”.

📺 კვარაცხელიას გოლი როტორთან

კომენტარები

ბოლო ამბები