Thumbnail

'ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ' - ბაიერნი ჰოფენჰაიმთან შერცხვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ჰოფენჰაიმი 4:1 ბაიერნი
  • მიუნხენურმა გრანდმა ბოლო ცხრანახევარ თვეში პირველად წააგო

მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი ბუნდესლიგის მე-2 ტურში მისი გუნდის სენსაციურ მარცხს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ბაიერნი, რომელმაც გასული სეზონი ტრებლით დაასრულა, რამდენიმე დღის წინ კი, უეფას სუპერთასიც მოიგო, ჰოფენჰაიმთან გასვლით შეხვედრაში 1:4 განადგურდა.

“ნათელი იყო, რომ ეს დღე დადგებოდა. ვულოცავ ჰოფენჰაიმსა და მის მწვრთნელს სებასტიან ჰიონესს. არ ვამბობ, რომ ყველაფრის მიზეზი გადაღლილობა იყო, უბრალოდ, ბევრი საგოლე მომენტის შესრულება ვერ მოვახერხეთ, მეტოქეს კი ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. წაგებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა, თუმცა, ფეხბურთელების დადანაშაულებას არ ვაპირებ. უპირატესობა ჰოფენჰაიმს დავუთმეთ და ამით, მდგომარეობა გავუადვილეთ. ამ მატჩიდან გაკვეთილი უნდა მივიღოთ, თუმცა, ამავდროულად, ეს მარცხი მალე უნდა დავივიწყოთ”.

ცნობისთვის, ბავარიელებისთვის ეს ბოლო 9.5 თვის განმავლობაში პირველი მარცხი იყო. მიუნხენელთა უკანასკნელი წარუმატებლობა 2019 წლის 7 დეკემბრით თარიღდებოდა, როდესაც გერმანულმა გრანდმა გლადბახის ბორუსიასთან 1:2 წააგო. მას შემდეგ ბაიერნს 32-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია (30 მოგება, 2 მარცხი) ჰქონდა, ბუნდესლიგაში კი, საერთოდაც ზედიზედ 14 შეხვედრაში ემარჯვა.

📺 ჰოფენჰაიმი 4:1 ბაიერნი

კომენტარები

ბოლო ამბები