Thumbnail

შურისძიების შანსი ბასილაშვილს | ჰასან II-ის გრან პრიზე ქართველის მეტოქე ცნობილია

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • მაროკოელმა ლამინ უაჰაბმა ტურნირის ფავორიტი ფილიპ კოლშრაიბერი დაამარცხა.
  • ბასილაშვილი უაჰაბთან თებერვალში, დევისის თასზე დამარცხდა. 

12 აპრილს მაროკოს ქალაქ მარაკეშში ჰასან II-ის გრან პრის მერვედფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძელ ლამინ უაჰაბს ხვდება.  26 წლის ქართველს შური აქვს საძიებელი - თებერვალში ბასილაშვილი სწორედ უაჰაბთან დამარცხდა დევისის თასის მატჩში 1:6, 3:6. თანაც, თამაში ზუსტად იმ კორტზე, სადაც ხვალინდელი თამაში გაიმართება. 

უაჰაბის მატჩ-პოინტი ბასილაშვილთან

33 წლის უაჰაბმა დღეს ყველასთვის მოულოდნელად მოუგო მესამე ნომრად განთესილ ფილიპ კოლშრაიბერს მოუგო - 2:6, 6:0, 7:6 (7:3) და ბასილაშვილთან თამაშის უფლება დაიბევა. შეგახსენებთ, რომ ნიკამ წინა დღეს იტალიელი მატეო ბერეტინი ორ სეტში დაამარცხა

უაჰაბი ალჟირელია, მან 2013 წელს მოქალაქეობა შეიცვალა და ახლა მაროკოს სახელით ასპარეზობს. ის ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 617-ე პოზიციაზეა. 

კომენტარები

ბოლო ამბები