Thumbnail

'ატლეტიკომ საოცრად მიმიღო' - ლუის სუარესი სადებიუტო მატჩზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ატლეტიკო 6:1 გრანადა
  • 'თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მქონდა და ამ ყველაფერმა ასახვა მინდორზეც ჰპოვა'
  • მადრიდელთა ურუგვაელმა ახალწვეულმა დუბლი და საგოლე პასი მიითვალა

ატლეტიკოს ურუგვაელი ფორვარდი ლუის სუარესი მადრიდელთა რიგებში სადებიუტო მატჩს გამოეხმაურა, რომელშიც მან დუბლი და საგოლე პასი მიითვალა.

“ზოგჯერ ფეხბურთელებს გარემოს შეცვლა სჭირდებათ. მე იმ კლუბში გადმოვედი, რომელმაც საოცრად მიმიღო. ამაზე აქაური ატმოსფეროც მეტყველებს. თავიდანვე კარგი შთაბეჭდილება მქონდა და ამ ყველაფერმა ასახვა მინდორზეც ჰპოვა. ძალიან კმაყოფილი ვარ დებიუტით და იმითაც, რომ 3 ქულა ავიღეთ. ვნახოთ, მომდევნო მატჩებში რა იქნება, სეზონი ძალიან გრძელია”.

შეგახსენებთ, რომ 33 წლის სუარესი გრანადასთან დიდი ანგარიშით (6:1) მოგებულ შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ეს, მიუხედავად იმისა, რომ მინდორზე შეცვლაზე გამოჩნდა. ურუგვაელმა თავდამსხმელმა 72-ე წუთზე საგოლე პასი მარკოს ლორენტეს გადააწოდა, როდესაც თამაშში მხოლოდ 103 წამის ჩართული იყო, 85-ე წუთზე პირველად გაიტანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კი – მეორედ. ლუისი ატლეტიკოში ბარსელონაში გატარებული 6 წლის შემდეგ გადავიდა.

📺 ატლეტიკო 6:1 გრანადა

კომენტარები

ბოლო ამბები