Thumbnail

პირველი დუბლი ქონიასპორში - ლევან შენგელიამ ბეშიქთაშს ორი გაუტანა

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • ლევან შენგელიამ ქონიასპორში პირველი დუბლი შეასრულა
  • მისმა გუნდმა ბეშიქთაში 4:1 დაამარცხა

თურქეთის სუპერლიგის მე-3 ტურში ლევან შენგელიამ სტამბოლის ბეშიქთაშის წინააღმდეგ დუბლი შეასრულა. ქართველი ფეხბურთელის ქონიასპორმა მეტოქე იოლად, 4:1 დაამარცხა და ამ გამარჯვებაში 24 წლის შემტევმა დიდი წვლილი შეიტანა.

შენგელიამ ანგარიში 28-ე წუთზე, ომერ შაჰინერის პასის შემდეგ თავური დარტყით გახსნა, 78-ე წუთზე კი არტიომ კრავეცმა ის ცარიელ კართან დატოვა და ლევანმა ზუსტად დარტყმა მოახერხა.

ქართველმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ მე-2 მატჩში პირელი გოლები გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ლევანმა გასულ სეზონში 2 გოლის გატანას 23 თამაში მოანდომა, წელს კი უკვე 2-ჯერ შეძლო თავის გამოჩენა.

ქონიასპორს მიმდინარე სეზონში ორი თამაში აქვს ჩატარებული (პირველ ტურში ისვენებდა, რადგან ჩემპიონატში 21 გუნდი ასპარეზობს) და 4 ქულით მე-7 ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 4 ოქტომბერს, დენიზლისპორთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები