Thumbnail
  • ლუის ჰემილტონმა სოჭში მიხაელ შუმახერის რეკორდი ვერ გაიმეორა
  • რუსეთის გრანპრი მისმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა მოიგო

მიხაელ შუმახერს თავის ბრწყინვალე კარიერაში 91 რბოლა აქვს მოგებული და ამით პირველ ადგილზე რჩება!

სწორედ კარიერაში 91-ე რბოლის მოგება და დიდ შუმისთან გათანაბრება შეეძლო ლუის ჰემილტონს, რომელსაც სოჭში პოული ჰქონდა მოგებული, მაგრამ სტარტის ვარჯიშის პროცედურის დარღვევის გამო ორი 5-წამიანი ჯარიმა მიიღო და საბოლოოდ, მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. შესაბამისად, მის აქტივში 90 მოგებული რბოლა რჩება და შუმახერი ჯერ კიდევ ერთპიროვნული რეკორდსმენია.

გამარჯვება კი მისმა თანაგუნდელმა ვალტერი ბოტასმა მოიპოვა. მეორე ადგილზე მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) გავიდა, მესამეზე კი - ჰემილტონი. ბოტასისთვის ეს კარიერაში მე-9 გამარჯვება გახლდათ, ამ სეზონში კი - მეორე. საერთო ჩათვლაში ჰემილტონი 205 ქულით ლიდერობს, მეორე ადგილზე მყოფ ბოტასს 44 ქულით უსწრებს, სეზონის დასრულებამდე კი 7 გრანპრია დარჩენილი.

აღსანიშნავია, რომ ჰემილტონს ბოლო 12 თვეში უკვე 10 ჯარიმა აქვს. თუ პილოტი წლის განმავლობაში 12 ჯარიმას მიიღებს, ის ერთ რბოლას ტოვებს. ორი ჯარიმა ჰემილტონს მხოლოდ 18 ნოემბერს გაუბათილდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოეს 4 რბოლაში მას ჯარიმების მიღების უფლება აღარ აქვს - წინააღმდეგ შემთხვევაში, დისკვალიფიკაციას მიიღებს.

ფერარის პილოტებისთვის სოჭის რბოლა სხვადასხვაგვარი იყო: შარლ ლეკლერმა მე-6 ადგილი დაიკავა, სებასტიან ფეტელმა კი - მე-13 და უქულოდ დარჩა.

საერთო ჩათვლა - TOP 10

1. ლუის ჰემილტონი (მერსედესი) - 205

2. ვალტერი ბოტასი (მერსედესი) - 161

3. მაქს ფერსტაპენი (რედ ბული) - 128

4. ლანდო ნორისი (მაკლარენი) - 65

5. ალექს ალბონი (რედ ბული) - 64

6. დანიელ რიკარდო (რენო) - 63

7. შარლ ლეკლერი (ფერარი) - 57

8. ლენს სტროლი (რეისინგ პოინტი) - 57

9. სერხიო პერესი (რეისინგ პოინტი) - 56

10. პიერ გასლი (ალფატაური) - 45

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედეს-ბენცი - 366 ქულა

2. რედ ბულ რეისინგი - 192

3. მაკლარენი - 106

4. რეისინგ პოინტი - 104

5. რენო - 99

6. ფერარი - 74

7. ალფა ტაური - 59

8. ალფა რომეო - 4

9. ჰაასი - 1

10. უილიამსი - 0

კომენტარები

ბოლო ამბები