Thumbnail
  • 'უმჯობესი იქნება, ამ კითხვით ექიმებს მიმართოთ, ისე, კვირას კიდევ დავაკვირდებით'
  • ქართველი კალათბურთელის არყოფნაში ცსკა-მ სენსაციური მარცხი განიცადა

მოსკოვის ცსკა-ს ბერძენმა მთავარმა მწვრთნელმა დიმიტრის იტუდისმა კომენტარი გააკეთა თორნიკე შენგელიას შესახებ, რომელიც რუსული კლუბის მაისურით ჩატარებულ პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში დაშავდა.

“უმჯობესი იქნება, ამ კითხვით ექიმებს მიმართოთ, როდესაც მე ვესაუბრე, მითხრა, რომ უკეთ იყო. კვირას კიდევ დავაკვირდებით და და იმედი მაქვს, რომ ეს მართლაც ასეა”.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტრავმა VTB-ლიგის პირველივე ტურში მიიღო, როდესაც მისი გუნდი ყაზახეთში ასტანას სტუმრობდა. თამაშის დაწყებიდან მხოლოდ 3:19 წუთი იყო გასული, როდესაც თორნიკე იერიშზე წავიდა და ოფიციალურ შეხვედრაში პირველი ორქულიანი ჩააგდო, თუმცა, მოედანზე დახტომისას მუხლი დაიშავა და მოედანზე აღარც გამოჩენილა. მოგვიანებით გაირკვა, რომ შენგელიას მარჯვენა წვივის კუნთი ჰქონდა დაზიანებული.

საინტერესოა, რომ ცსკა-მ ის მატჩი დიდი ანგარიშით – 93:60 მოიგო, გუშინ კი VTB-ლიგაში მე-2 ტურის მატჩი ჩაატარა და ქართველი ლეგიონერის არყოფნაში სენსაციური მარცხი განიცადა. მოსკოველები პერმის პარმას დასკვნით მეოთხედშიც კი 20 ქულის სხვაობით ამარცხებდნენ, თუმცა, იმდენი “მოახერხეს”, რომ 95:97 წააგეს.

ცსკა-ს VTB-ლიგაში მომდევნო მატჩი 4 ოქტობერს ლოკომოტივ-ყუბანთან ელის, მანამდე კი, ევროლიგის ახალ სეზონშიც ჩაებმება. 1 ოქტომბერს მოსკოვური კლუბი ესპანეთში ბარსელონას ეთამაშება და თუკი მანამდე, ტრავმის მოშუშება მოასწრო, იქნებ, მოედანზე თორნიკე შენგელიაც ვიხილოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები