Thumbnail
  • გიორგი მაკარიძემ ალმერიაში პირველი ოფიციალური თამაში ჩაატარა
  • ქართველი ფეხბურთელის გუნდმა სეზონი გამარჯვებით დაიწყო

ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გიორგი მაკარიძის დებიუტი შედგა. ალმერიას ქართველმა მეკარემ ლუგოსთან დაპირისპირებაში 90 წუთი ითამაშა და კარი მშრალად შეინახა.

ალმერიამ მატჩი 2:0 მოიგო და სეზონი კარგად დაიწყო. გიორგის კი მთელი თამაშის განმავლობაში ბევრი საქმე არ ჰქონია, რადგან მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მის შეწუხებას ვერ ახერხებდნენ და კარში ზუსტადაც არ დაურტყამთ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მაკარიძე ალმერიაში დაახლოებით 3 კვირის წინ გადავიდა და კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები