Thumbnail

დორტმუნდის ბორუსიას სპორტული დირექტორი მიხაელ ცორკი ფიქრობს, რომ არსებული რეალობითა და კანონებით ჩემპიონთა ლიგის ჩატარება შეუძლებელია.

“რეალურად, შესაბამისი სამართლებრივი პირობა არ არის, ჩემპიონთა ლიგის თამაშების ჩატარება არსებული წესებით შეუძლებელია,” - განაცხადა ცორკმა ‘ფრანკფურტერ ალგემაინე ცაითუნგთან’ ინტერვიუში.

რას გულისხმობს ბორუსიას ბოსი: “თუ ჩვენ ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში ისეთ ქალაქში ვითამაშებთ, რომელიც სარისკო ზონადაა გამოცხადებული და ასეთი იქნება ნახევარზე მეტი, ასეთ შემთხვევაში კანონით უნდა შეგვეძლოს შაბათს ბუნდესლიგაში თამაში! კარანტინის შესახებ არსებული წესით კი ეს შეუძლებელია.” 

აქტუალური მდგომარეობით, ჩემპიონთა ლიგის ახალი სეზონი 20 ოქტომბერს უნდა დაიწყოს, ჯგუფური ეტაპის წილისყრა კი 1 ოქტომბერს გაიმართება.

 

კომენტარები

ბოლო ამბები