Thumbnail

ფორმულა 2 | საშინელმა ავარიამ მიკ შუმახერის პოდიუმი დაჩრდილა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • სოჭში ფორმულა 2-ის რბოლა შემზარავი ავარიის გამო შეწყდა
  • საბედნიეროდ, ლუკა გიოტო და ჯერ აიტკენი გადარჩნენ

ფორმულა 2-ის რბოლა სოჭში მძიმე ავარიის გამო, შვიდი წრის შემდეგ შეწყდა. რბოლა ჩინელმა გიუანიუ ძოუმ მოიგო, რუსი ნიკიტა მაზეპინი მეორე ადგილზე გავიდა, მესამეზე კი - მიხაელ შუმახერის შვილი მიკ შუმახერი. თუმცა ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ის იყო, რომ აიტკენი და გიოტო უვნებლად გადარჩნენ.

რა მოხდა? 7 წრის შემდეგ გიოტომ მეორე მოსახვევში აიტკენს გაასწრო, მესამე მოსახვევში კი ამ უკანასკნელს თავისი პოზიციის დაბრუნება სურდა - დანარჩენს ვიდეოშიც ნახავთ.

საბედნიეროდ, ორივე მრბოლელმა უვნებლად დატოვა ბოლიდი და ავარიის ადგილი. გიოტოს ბოლიდს მისი გადმოსვლის შემდეგ ცეცხლი წაეკიდა! რბოლა შეწყდა და რაკი პაუზა ზედმეტად დიდი გამოვიდა, რბოლის ჟიურიმ მისი შეწყვეტა და ავარიამდე დაფიქსირებული შედეგის საბოლოო შედეგად დაფიქსირება გადაწყვიტა. თუმცა პილოტებმა სრული ქულები არ მიიღეს.

კომენტარები

ბოლო ამბები