Thumbnail

‘ადესანიამ ძალიან ადვილად მოიგო, ეს უცნაურია’ - დანა უაითი ბრძოლას გამოეხმაურა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • UFC 253-ის მთავარი ბრძოლა ისრაელ ადესანიამ მოიგო
  • დანა უაითს მისი ასეთი იოლი გამარჯვება უკვირს

აბუ დაბის ‘მებრძოლთა კუნძულზე’, არენა ‘ფლეშ ფორუმზე’, UFC 253-ის მთავარ ბრძოლაში, საშუალო წონის მოქმედმა ჩემპიონმა ისრაელ ადესანიამ ბრაზილიელი პაულო კოშტა დაამარცხა და ქამარი დაიცვა. ბრძოლა მეორე რაუნდში, ნოკაუტით დასრულდა - ნიგერიელმა თავისი ტიტული უკვე მეორედ დაიცვა (მარტში მან UFC 248-ზე იოელ რომერო დაამარცხა). მას ყველა, ოცივე ბრძოლა მოგებული აქვს, კოშტამ კი კარიერაში პირველი მარცხი იწვნია (მას 13 მოგება აქვს). ადესანიამ 690 000 დოლარი გამოიმუშავა, კოშტამ კი - 430 000.

“ეს წლის დომინირება იყო, რაც უცნაურია. ნახეთ კოშტას სხვა ბრძოლები, ის 100 პროცენტით იხარჯებოდა. დღეს ის არ ცდილობდა პრესინგს, რაც ძალიან უცნაურია. ერთი სიტყვით, რაც უნდა იყოს, ჩემთვის ფაქტია, რომ ადესანიამ ადვილად მოიგო,” - განაცხადა UFC-ს პრეზიდენტმა დანა უაითმა ტურნირის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

კომენტარები

ბოლო ამბები