Thumbnail
  • ბეტისი 2:3 რეალი
  • 0:1 ვალვერდე (14), 1:1 მანდი (35), 2:1 კარვალიო (37), 2:2 ემერსონი (48 აგ.), 2:3 რამოსი (პენ, 82)

მადრიდის რეალმა სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სამეფო კლუბმა სტუმრად ბეტისს 3:2 მოუგო და მანუელ პელეგრინის გუნდის 2-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. მადრიდელები ვალვერდეს გოლით დაწინაურდნენ, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს. ბეტისმა ტაიმი აისა მანდისა და ვილიამ კარვალიოს გოლებით მოიგო - 2:1.

რეალმა მეორე ტაიმის სტარტზევე გაათანაბრა. ემერსონმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საერთოდ, მატჩის ანტიგმირადაც იქცა. ბრაზილიელი ფეხბურთელი 67-ე წუთზე გააძევეს - მან მეკარესთან პირისპირ დარჩენილი ლუკა იოვიჩი წააქცია. რეალმა ათი კაცით დარჩენილ მეტოქეს სერხიო რამოსის პენალტით მოუგო.

82-ე წუთზე მაიორალის აქტიურობის შემდეგ, ბურთი ბეტისის ფეხბურთელს საჯარიმოში მოხვდა, რის გამოც პენალტი დაინიშნა - რამოსმა სეზონის პირველი გოლი გაიტანა და რეალის 3 ქულა მოუტანა. სამეფო კლუბი მომდევნო ტურში ვალიადოლიდს უმასპინძლებს, ხოლო ბეტისი ხეტაფესთან ითამაშებს.

კომენტარები

ბოლო ამბები