Thumbnail
  • ატალანტამ ტურინში 4:2 გაიმარჯვა
  • ლაციომ სტუმრად კალიარი დაამარცხა
  • ფილიპო ინძაგის ბენევენტომ 0:2-დან 3:2 მოიგო

ბერგამოს ატალანტამ ახალი სეზონი ისე დაიწყო, როგორც წინა დაასრულა: ბევრი გოლით! ბერგამოელებმა ტორინო სტუმრად 4:2 დაამარცხეს. შეგახსენებთ, რომ წონა სეზონში ატალანტამ სერია A-ში 98 გოლის გატანა შეძლო.

გუნდის მთავარი იმედი ისევ ალეხანდრო გომესია - პაპუმ ტურინში ერთი გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა. წინა სეზონში 33 წლის არგენტინელს 16 ასისტი ჰქონდა და ლიგის საუკეთესო მეპასე გახლდათ.

ტორინო 2:4 ატალანტა

გოლები: 1:0 ბელოტი (11), 1:1 გომესი (13), 1:2 მურიელი (21). 1:3 ჰატებური (42), 2:3 ბელოტი (43), 2:4 დე როონი (54)

დღის მთავარი ამბავი სერია A-ში აღზევებულმა ბენევენტომ დაატრიალა: გუნდმა, რომელსაც ფილიპო ინძაგი წვრთნის, სამპდორიას გენუაში 0:2 3:2-ად შეუტრიალა! სხვათა შორის: სამი წლის წინ, როცა ბენევენტო პირველად ავიდა სერია A-ში, 13 ტური დასჭირდა პირველი ქულის ასაღებად, ახლა კი, პირველივე თამაში მოიგო!

სამპდორია 2:3 ბენევენტო 

გოლები: 1:0 კვალიარელა (8), 2:0 კოლეი (18), 2:1 კალდიროლა (33), 2:2 კალდიროლა (72), 2:3 ლეტიცია (88)

ახალ სეზონში პირველი თამაში ჩაატარა და ასევე მოიგო ფილიპო ინძაგის ძმის, სიმონე ინძაგის ლაციომ: რომაელებმა კალიარი სტუმრად 2:0 დაამარცხეს.

კალიარი 0:2 ლაციო

გოლები: 0:1 ლაცარი (4), 0:2 იმობილე (74)

 

კომენტარები

ბოლო ამბები