Thumbnail
  • მურსია 82:84 ტენერიფე
  • გიორგი შერმადინის 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი

გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მესამე ტურში მურსიასთან სტუმრად ითამაშა და დრამატულ ბრძოლაში, 84:82 გაიმარჯვა. შეხვედრის ბოლო მეოთხედში ტენერიფემ მეტოქეს 17-ქულიანი ჩამორჩენა გაუბათილა და მეოთხედი 43:24 მოუგო.

გიორგი შერმადინმა პარკეტზე 21:07 წუთი ითამაშა, რა დროშიც 18 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. გიორგიმ 7-დან 6-ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო ჩააგდო. შერმადინმა გუნდის გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. მან ბოლო წამზე თანაგუნდელს ზუსტი პასი მისცა და გამარჯვების 2-ქულიანი ჩააგდებინა. ტენერიფე ჩემპიონატს 3 მოგებით ლიდერობს და მომდევნო ტურში ფუენლაბრადას ეთამაშება.

📺 შერმადინის გადამწყვეტი პასი

კომენტარები

ბოლო ამბები