Thumbnail
  • მანჩესტერ იუნაიტედმა დრამატული მატჩი მოიგო
  • კარლო ანჩელოტის გუნდი ისევ ასპროცენტიანია

Update: ევერტონის ასპროცენტიანი ლიდერობა გრძელდება! კარლო ანჩელოტის გუნდმა მესამე თამაშიც მოიგო - ტოტენჰემის (1:0 სტუმრად) და ვესტ ბრომვიჩის (5:2 შინ) შემდეგ, ამჯერად, სტუმრად კრისტალ პალასი დაამარცხა (2:1). ევერტონის ცენტრფორვარდმა დომინიკ კალვერტ-ლიუინმა ისევ გაიტანა და ეს ამ სეზონში მისთვის უკვე მეხუთე გოლია! მეორე გოლი კი რიშარლისონის ანგარიშზეა, რომელმაც პენალტი გამოიყენა.

კრისტალ პალასი 1:2 ევერტონი

გოლები: 0:1 კალვერტ-ლიუინი (10), 1:1 კუიატე (26), 1:2 რიშარლისონი (40-პენ)

ბრაიტონსა და მანჩესტერ იუნაიტედს შორის დაუჯერებელი მატჩი გაიმართა! ყველაზე კურიოზული ის კი არ იყო, რომ მატჩს 7 წუთი დაემატა, არამედ ის, რომ საფინალო სასტვენის შემდეგ მსაჯი კრის კავენაგი VAR-მა იხმო, მცირე შემოწმების შემდეგ, ბრაიტონელი ნილ მოპეს ხელით თამაში დაფიქსირდა და პენალტი დაინიშნა. მე-10 დამატებულ წუთზე ბრუნო ფერნანდეშმა ეს პენალტი გაიტანა და იუნაიტედმა 2:3 მოიგო. საქმე ისიცაა, რომ ბრაიტონს ანგარიში 95-ე წუთზე ჰქონდა გათანაბრებული!

ფერნანდეშის პენალტი მე-100 წუთზე

ფერნანდეშის გოლი (99:45-ზე) პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე გვიანი გოლია ხუან მატას გოლის შემდეგ, რომელიც მან ჩელსისთვის, ნორვიჩის წინააღმდეგ, 2011 წელს გაიტანა (100:03-ზე).

ბრაიტონისთვის ეს დაუჯერებელი მარცხია - ჯერ მარტო იმის გამო, რომ ბურთი ძელს ხუთჯერ მოარტყეს - მარტო ლეანდრო ტროსარდმა ძელს სამჯერ მოარტყა. ასეთი რამ კრიშტიანო რონალდოს შემდეგ (2006 წლის ოქტომბერი, ნიუკასლთან) აღარავის ჰქონდა გაკეთებული. მოკლედ, ამ მატჩში დიდი ამბები იყო.

ბრაიტონი 2:3 მანჩესტერ იუნაიტედი

გოლები: 1:0 მოპე (40-პენ), 1:1 დანკი (43-საკ. კარში), 1:2 რაშფორდი (55), 2:2 მარჩი (95), 2:3 ბრუნო ფერნანდეში (100-პენ).

ვესტ ბრომვიჩი 3:3 ჩელსი

გოლები: 1:0 რობინსონი (4), 2:0 რობინსონი (25), 3:0 ბარტლი (27), 3:1 მაუნტი (55), 3:2 ჰადსონ-ოდოი (70), 3:3 აბრაჰამი (90+3)

 

კომენტარები

ბოლო ამბები