Thumbnail
  • სენსაციები მეორე ტურში: ბორუსიებმა ყველას იმედები გაუცრუეს
  • ბაიერნს ჯერ არ უთამაშია, აუგსბურგს ორი მოგება აქვს

ბუნდესლიგამ უკვე მეორე ტურში შემოგვთავაზა სენსაციები: დორტმუნდის ბორუსია აუგსბურგში დამარცხდა, მიონხენგლადბახის ბორუსიამ კი ბერლინის უნიონთან მხოლოდ 1:1 ითამაშა. მაინცის კრიზისი შტუტგარტში გაღრმავდა (მეორე თამაში, მეორე მარცხი), განსაკუთრებული ამბავი კი ბილეფელდის არმინიას გამარჯვებაა, რომელმაც კიოლნი 1:0 დაამარცხა და 2 ტურის შემდეგ 4 ქულით ცხრილის ზედა ნაწილშია. შეგახსენებთ, რომ მიუნხენის ბაიერნი კვირას თამაშობს (სტუმრად, ჰოფენჰაიმთან).

რაც შეეხება დორტმუნდის ბორუსიას მარცხს - უნდა ითქვას, რომ აუგსბურგის გამარჯვება დამსახურებულია. მასპინძლებს გამარჯვება ფელიქს უდოხაის და დანიელ კალიჯურის გოლებმა მოუტანა (ამ უკასკნელმა საგოლე პასიც მიითვალა). ლუსიენ ფავრის გუნდმა თავის ფანებს იმედები განსაკუთრებით მეორე ტაიმში გაუცრუა. ამრიგად, ჰაიკო ჰერლიხის გუნდი ჯერჯერობით ერთადერთია ბუნდესლიგაში, რომელმაც ორივე თამაში მოიგო (კიდევ ერთხელ: ბაიერნი კვირას თამაშობს).

აუგსბურგი 2:0 დორტმუნდი

გოლები: 1:0 უდოხაი (40), 2:0 დ. კალიჯური (50)

დორტმუნდი (3-5-2): ბიურკი - ემრე ჯანი, ჰუმელსი, აკანჯი - მონიე (69. რეინიერი), ბელინგემი (60. როისი), ვიტსელი (83. დაუდი), რეინა, გერეირო (59. ბრანდტი) - ჰაალანდი, სანჩო.

გლადბახი 1:1 უნიონი

გოლები: 1:0 ტიურამი (56), 1:1 შლოტერბეკი (80)

ლევერკუზენი 1:1 ლაიპციგი

გოლები: 0:1 ფორსბერგი (14), 1:1 დემირბაი (20)

მაინცი 1:4 შტუტგარტი

გოლები: 1:0 კუაისონი (19), 1:1 ვამანგიტუკა (45), 1:2 დიდავი (61), 1:3 კლიმოვიჩი (80), 1:4 კალაჯიჩი (86)

არმინია 1:0 კიოლნი

გოლი: 1:0 ედმუნდსონი (78)

 

კომენტარები

ბოლო ამბები