Thumbnail

მაგარი ჩხუბი იქნება - მენი პაკიაოს და კონორ მაკგრეგორის დუელი დაიგეგმა!

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

კრივის ფილიპინელი მეფის, მენი პაკიაოს წინააღმდეგ ბრძოლისთვის კონორ მაკგრეგორმა დაბრუნება გადაწყვიტა - ირლანდიელმა, რომელმაც უკვე სამჯერ დაამთავრა კარიერა, პაკიაო გამოიწვია და ეს უკანასკნელიც დათანხმდა!

“კორონავირუსის ყველა ფილიპინელი მსხვერპლისთვის, პაკიაო გაისად UFC-ის სუპერვარსკვლავ კონორ მაკგრეგორთან იჩხუბებს,” - განაცხადა პაკიაოს ასისტენტმა ჯეიკ ჯოსონმა. თუმცა მანვე დასძინა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ლეგენდარული ფილიპინელი თავისი ჰონორარის ნაწილს იმ პანდემიით დაზარალებულ თანამემამულეებს გადაურიცხავს.

მენი პაკიაომ ბოლოს 2019 წელს იჩხუბა

მანამდე მენი პაკიაოს პრომოუტერმა შონ გობსონმა AFP-სთან აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამას კონორ მაკგრეგორის ტვიტი მოჰყვა, სადაც ის პაკიაოსთან ჩხუბს აანონსებდა.

შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ მაკგრეგორი კრივში ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერთან დამარცხდა. 41 წლის პაკიაო რინგზე 2019 წლის ივლისის შემდეგ აღარ გასულა - მაშინ მან ქამრისთვის ბრძოლაში მანამდე დაუმარცხებელი კიტ ტურმანი (აშშ) ქულებით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები