Thumbnail
  • 📅 27 სექტემბერი | ⌚ 23:00 | ⚽ ბარსელონა V ვილიარეალი
  • ბარსელონა ახალ სეზონს ახალი მწვრთნელით იწყებს
  • რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს ვილიარეალს კამპ ნოუზე   
  • ყველაფერი, რაც ამ მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
  • საინტერესო სტატისტიკური ფაქტები ბევრ მინიშნებას მოგცემთ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-3 ტურში ბარსელონა უმაყურებლო "კამპ ნოუზე" ვილიარეალს მიიღებს. კატალონიურ გუნდში, რომელიც 2020/21 წლების სეზონს მნიშვნელოვნად სახეცვლილი ხვდება, მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი რონალდ კუმანს ექნება.

გასული სეზონი ბარსელონამ ჩააგდო, კონკრეტულად ლა ლიგა კი მე-2 ადგილზე დაასრულა და ჩემპიონობა მადრიდის რეალს დაუთმო, რასაც მოგვიანებით უკვე მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ერნესტო ვალვერდეს გაშვებაც მოჰყვა. ჩემპიონთა ლიგაში, ბაიერნთან განცდილი კატასტროფის შემდეგ, კატალონიური კლუბის დატოვება სურდა ლიონელ მესისაც, თუმცა საბოლოოდ არგენტინელი მაინც დარჩა. სამაგიეროდ, კლუბში მოსული ნიდერლანდელი სპეციალისტის მიერ განხორციელებულ "წმენდაში", სხვებთან ერთად, ლუის სუარესი, ივან რაკიტჩი და არტურო ვიდალიც მოყვნენ. თუმცა, ახლა კუმანი ამბობს, რომ საკადრო გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიუღია.  

რონალდ კუმანმა ბარსას ბევრი გულშემატკივარი უკვე მოიმდურა

"ისე ჩანს, თითქოს ფილმის ბოროტი პერსონაჟი ვარ, მაგრამ ყველაფერი ასე არ არის. პირველი დღიდანვე, როდესაც დავურეკე, ლუისის მიმართ პატივისცემა, როგორც ფეხბურთელის და როგორც პიროვნების მიმართ გამოვხატე. ვაცნობე, რომ მას გაუჭირდებოდა სათამაშო დროის ძველებურად მიღება, მაგრამ თუკი დარჩებოდა, გუნდის ერთ-ერთი ფეხბურთელი იქნებოდა. გადაწყვეტილება კი კლუბმა მიიღო, რომელმაც ცვლილებების განხორციელება ჩემთან ერთად, კონტრაქტის გაფორმების წინ დაგეგმა", - თქვა ვილიარეალთან თამაშის წინ კუმანმა, რომელიც ბაიერნში იჯარიდან დაბრუნებულ ფილიპე კოუტინიოზე იმედებს ამყარებს და ამას არც მალავს.  

ბარსელონასგან გასხვავებით, "კამპ ნოუზე" გასამართ შეხვედრას უნაი ემერის შეგირდები ოფიციალურ მატჩებში პრაქტიკით ხვდებიან. ვილიარეალმა ლა ლიგაში საწყის ორ ტურში ითამაშა - პირველში პრიმერაში დაბრუნებულ უესკას ვერ აჯობა (1:1), მაგრამ შემდეგ ეიბარს სძლია (2:1). ასე რომ, თუკი ნორმალურ ვითარებაში “ყვითელი წყალქვეშა ნავის” შანსებზე საუბარი მეტისმეტი სითამამე იქნებოდა, ბარსელონასთვის რთული აგვისტო-სექტემბრის გათვალისწინებით, ახლა მოცემულობა აშკარად განსხვავებულია.

ლუის სუარესის წასვლამ განსაკუთრებით მესი გაანაწყენა

საინტერესო ფაქტები

⚽ ბარსელონამ ვილიარეალი ყველა ტურნირის ბოლო 10 საშინაო შეხვედრაში დაამარცხა.

⚽ ბარსა ვილიარეალს ყველა ტურნირის ბოლო 10 საშინაო მატჩში მინიმუმ 2 გოლს უტანდა.

⚽ ბარსელონაში ამ გუნდების ბოლო 10 შეხვედრიდან 9-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა.

⚽ ბარსამ ამ მეტოქეს ყველა ტურნირის ბოლო 4 საშინაო მატჩში ტაიმიც მოუგო და თამაშიც

⚽ ლა ლიგაში ამ გუნდების ბოლო 9 შეხვედრიდან 7-ში გოლს ორივე გუნდი იტანდა. 

⚽ ლა ლიგაში ამ გუნდების ბოლო 10 მატჩიდან 8-ში 9 კუთხურზე მეტი არ მოწოდებულა.

⚽ კატალონიელები ჩემპიონატის ბოლო 12 მატჩიდან 11-ში დაუმარცხებლები იყვნენ.

⚽ ბარსელონამ ლა ლიგაში ბოლო 11 საშინაო მატჩიდან 9-ში გამარჯვება მოახერხა.

⚽ ლა ლიგაში ვილიარეალის ბოლო 7 შეხვედრიდან 6-ში 2.5-ზე მეტი გოლი გავიდა. 

⚽ "ყვითელმა სუმბარინამ" ჩემპიონატში ბოლო 5 გასვლითი მატჩიდან 4-ში მოგება შეძლო.
 
⚽ ვილიარეალის ბოლო 6 მატჩიდან 5-ში, მეორე ტაიმში უფრო მეტი გოლი გადიოდა, ვიდრე პირველში.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-2-3-1): ნეტო - რობერტო, პიკე, ლანგლე, ალბა - ბუსკეტსი, დე იონგი - ფატი, მესი, კოუტინიო - გრიზმანი.
ტრავმა: ტერ-შტეგენი, ბრაიტვაიტი, უმტიტი.

ვილიარეალი (4-4-2): ასენხო - გასპარი, მორი, ტორესი, ესტუპინიანი - ჩუკვუეზე, კოკლენი, პარეხო, გომესი - ალკასერი, ჟერარ მორენო.
ტრავმა: ალბერტო მორენო, გერა, პენია.
საეჭვოა: ალბიოლი.

კომენტარები

ბოლო ამბები