Thumbnail

EA Sports-მა კიდევ ორი გუნდის ლიცენზია დაკარგა 

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • EA-მ თამაშისთვის პორტუგალიისა და იტალიის ნაკრებების ლიცენზია ვერ მოიპოვა
  • FIFA 21-ს არც რომასა და იუვენტუსის ლიცენზიები აქვს
  • თამაში გაყიდვაში 9 ოქტომბერს გამოვა

EA Sports-ის ვიდეოთამაშ FIFA 21-ს, რომელიც შემდეგ თვეში გამოდის, კიდევ ორი ეროვნული ნაკრები გამოაკლდა: კანადელმა დეველოპერულმა სტუდიამ განაცხადა, რომ თამაშისთვის პორტუგალიისა და იტალიის ნაკრები გუნდების ლიცენზია ვერ მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, თამაშში ორივე ნაკრები მაინც რეალური ფეხბურთელებით იქნება წარმოდგენილი, რაც კომპანიამ ბრაზილიისა და ნიდერლანდების ნაკრებების შემთხვევაში ვერ მოახერხა. თუმცა, პორტუგალიის და იტალიის ნაკრებებს, ოფიციალური ფორმა და გერბი არ ექნებათ. 

შეგახსენებთ, რომ FIFA 21-ს არც იტალიური კლუბების, იუვენტუსისა და რომას ლიცენზიები აქვს, რადგან მათზე ექსკლუზიური უფლებები მეტოქე თამაშმა, კომპანია Konami-ს PES-მა შეიძინა. იუვენტუსს FIFA 21-ში 'პიემონტე კალჩო' ერქმევა, რომას კი უბრალოდ 'Roma FC'

რომას გერბი Fifa 21-ში

"რაკი რომა ახლა 'რომა FC'-ს სახელით იქნება წარმოდგენილი თამაშში, მას ახალი გერბი და ფორმაც ექნება. ამ გუნდით ასპარეზობა შეგეძლებათ თამაშის ყველა მოუდში: Kick-Off-ში, Career Mode-ში, FIFA Ultimate Team-სა და VOLTA FOOTBALL-შიც." - ვკითხულობთ EA-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში, - "რომა 'ოლიმპიკოზე' ითამაშებს. მოთამაშეებს იგივე გუნდი დახვდებათ, რასაც რეალურ ცხოვრებაში ხედავენ - რეალური მოთამაშეებითა და სტრატეგიით. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ რომას გუნდს მრავაწლიანი თანამშრომლობისა და პარტნიორობისთვის."

FC მილანის ფეხბურთელები FIFA 21-ში

ამას გარდა, სერია B FIFA 21-ში საერთოდ არ იქნება. ასევე, ჭორების მიხედვით, თამაშში არც სერია A-ს კროტონესა და სპეციის სტადიონები შევა: ერთადერთი ოფიციალური იტალიური სტადიონი, რომლის ლიცენზიის მოპოვებაც EA-მ შეძლო, 'სან სიროა' და ისიც მილანის ინტერთან მრავაწლიანი თანამშრომლობის გამო.

FIFA 21 გაყიდვაში 9 ოქტომბერს გამოდის.
 

კომენტარები

ბოლო ამბები