Thumbnail
  • მადრიდის ატლეტიკოს ტორეირას იჯარით წაყვანა სურს
  • ლონდონის არსენალი კი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებს

ლუკას ტორეირა ლონდონის არსენალში 2018 წელს, სამპდორიადან 25.7 მილინი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა. ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ურუგვაელი ფეხბურთელი კლუბს დატოვებს და კარიერას სხვაგან გააგრძეებს.

ლუის სუარესის გაფორმების შემდეგ, მადრიდის ატლეტიკოს ყურადღება ტორეირას ტრანსფერზე გადაერთო. ესპანურ კლუბს სურს, რომ 24 წლის ფეხბურთელი 1-წლიანი იჯარით დაიმატოს.

თავად ლონდონის არსენალს ფეხბურთელის იჯარით გაშვება არ სურს. ინგლისური კლუბის მიზანი ფეხბურთელის გაყიდვაა და არა - განათხოვრება. "მეთოფეებს" სურთ, რომ ლუკაში მიღებული თანხა სხვა ტრანსფერებს მოახმარონ.

არსენალი ჩელსის ფეხბურთელით, ჟორჟინიოთი ინტერესდება. ამ ტრანსფერის განსახორციელებლად კი ფული სჭირდება. მიუხედავად ამისა, ატლეტიკო მაინც შეეცდება, ფეხბურთელი იჯარით დაიმატოს.

კომენტარები

ბოლო ამბები