Thumbnail

აკი ბაშო | ტოჩინოშინის მძიმე გამარჯვება ტამავაშისთან - მეექვსე მოგება

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ტოჩინოშინმა ბრძოლა იორიკირით მოიგო
  • ლევან გორგაძეს აკი ბაშოზე 6 მოგება და 8 მარცხი აქვს

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ, იგივე ტოჩინოშინმა, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში მიმდინარე საშემოდგომო სუპერტურნირზე მეთოთხმეტე ბრძოლა გამართა და 8 გამარჯვება მოიპოვა.

ლევანის მეტოქე დასავლეთის მე-2 მაეგაშირა ტამავაში გახლდათ. ქართველმა სუმოისტმა მეტოქეს იორიკირით აჯობა და ისე გადაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინს აკი ბაშოზე  6 მოგება და 8 მარცხი აქვს. სამწუხაროდ, საშემოდგომო სუპერტურნირზე ლევანს უარყოფით ბალანსი აქვს (მაკე-კოში) და შესაბამისად, წოდებაში დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები