Thumbnail

'ეს დიდი პატივი იქნება' - მაკგრეგორი პაკიაოს წინააღმდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • კონორ მაკგრეგორი ამბობს, რომ ოქტაგონის ნაცვლად, რინგზე გავა
  • მისი მეტოქე ფილიპინელი მოკრივე მენი პაკიაო უნდა იყოს

ცნობილი ირლანდიელი მებრძოლი, კონორ მაკგრეგორი ამბობს, რომ დიდი ხნის განმავლობაში ემზადებოდა ოქტაგონზე დასაბრუნებლად, მაგრამ ახლა გადაწყვეტილება შეიცვალა და ის რინგზე გასვლას გეგმავს, სადაც ის კრივის ცოცხალ ლეგენდას, ფილიპინელ მენი პაკიაოს შეხვდება.

რამდენიმე ამერიკული წყაროს ინფორმაციით, ბრძოლა დეკემბერში ან იანვარში ჩატარდება. ბრძოლის ჩატარების სავარაუდო ადგილი, შესაძლოა, აზიის რომელიმე ქვეყანა იყოს.

''მრავალი შემოთავაზება მქონდა, უამრავი წინადადება მივიღე, თუმცა ყველაფერი უკან წავიდა. კორონავირუსმა ბევრი რამ შეცვალა და მითხრეს, რომ ისევ დალოდება მომიწევდა, რის გამოც ამ სიტუაციას გავექეცი. ისედაც საკმარისად ველოდი დაბრუნებას. მენი პაკიაოს შუა აღმოსავლეთის რომელიმე ქვეყანაში შევხვდები. ნამდვილი პატივი იქნება თანამედროვეობის ორ უდიდეს მოკრივესთან შეხვედრა, რომლებთანაც ბრძოლის ეშინოდათ'', - დაწერა მაკგრეგორმა ტვიტერზე.

შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი რინგზე პირველად 2017 წელს გავიდა და ფლოიდ მეივეზერს შეხვდა. ამერიკელმა ირლანდიელი მე-10 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები