Thumbnail
  • არსენალმა ლიონს აუარში 35 მილიონი შესთავაზა
  • ფრანგი მოთამაშე კლუბს კონტრაქტზე უკვე შეუთანხმდა

ლონდონის არსენალის მთავარ მწვრთნელს, მიკელ არტეტას ნიჭიერი ფრანგის ჰუსემ აუარის დამატება სურდა. ლიონის 22 წლის ფეხბურთელმა შარშანდელ ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ლონდონელებმა ლიონს ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთეს. არსენალმა ფრანგებს 35 მილიონი ევრო შესთავაზა. აუარს ლონდონელთა რიგებში თამაში სურს და გუნდს უკვე პირად კონტრაქტზეც შეუთანხმდა. ჰუსემს ლიონთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. დიდი ალბათობით, არსენალი მის ტრანსფერს მალე გააოფიციალურებს.

აუარი გუნდში 2016 წლიდან ირიცხება. ფრანგის დებიუტი ეროვნულ ნაკრებში სექტემბრის დასაწყისში უნდა შემდგარიყო, თუმცა მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც მატჩების გამოტოვება მოუხდა.

კომენტარები

ბოლო ამბები