Thumbnail
  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების წევრები 8 ერისთვის ემზადებიან
  • ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მომდევნო მატჩებზე ისაუბრეს

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 8 ერისთვის მზადებას განაგრძობს. ლევან მაისაშვილის გუნდი შევარდენის სარაგბო ბაზაზე თვითიზოლაციაშია, რათა მორაგბეთა დაინფიცირების რისკი მინიმუმამდე შემცირდეს.

''ბორჯღალოსნებს'' ჯერ შოტლანდიასა და რუსეთთან მატჩები ელით, რის შემდეგაც 8 ერის გათამაშება დაიწყება. ლევან მაისაშვილმა და მერაბ შარიქაძემ მომავალ მატჩებზე ისაუბრეს. ნაკრები მზადების მეორე ეტაპს უკვე საფრანგეთში დაიწყებს, სადაც მათ ლეგიონერებიც შეუერთდებიან.

ლევან მაისაშვილი: შოტლანდიასთან პირველ შეხვედრას ვმართავთ. დიდი შანსია, რომ ტექნიკური წუნი გვქონდეს. ამ შეხვედრას რუსეთთან მოსამზადებელ მატჩად განვიხილავთ.

მერაბ შარიქაძე: ოპტიმალურ ფიზიკურ მდგომარეობაში ვართ, თუმცა სათამაშო გამძლეობა სულ სხვა რამეა. იმედია, რომ ადაპტაციას მარტივად გავივლით და შოტლანდიასთან ისე უნდა ვითამაშოთ, რომ თითქოს ამდენი ხანი არც დაგვისვენია. 

კომენტარები

ბოლო ამბები