Thumbnail

ალვარო მორატა: ვიცი თავდამსხმელები, 40 გოლი გააქვთ, მაგრამ ვერაფერს იგებენ

  • იუვენტუსის ფორვარდმა ბოლო სეზონებში მის არცთუ მაღალ შედეგიანობაზე ისაუბრა
  • ესპანელის თქმით, ფეხბურთი გუნდური სპორტია და პირადი სტატისტიკა უმნიშვნელოა
  • 27 წლის ფეხბურთელი აცხადებს, რომ საჭირო ადგილზე საჭირო დროს იმყოფება 

იუვენტუსის თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, რომელიც ტურინში მადრიდის ატლეტიკოდან იჯარის წესით გადავიდა, წინა სეზონებში მის მიერ ნაჩვენებ დაბალ შედეგიანობასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. 

27 წლის ესპანელი, რომელიც ტურინულ კლუბში 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა და მის ღირსებას კვლავაც 9-ნომრიანი მაისურით დაიცავს, ბოლო წლებში დიდი შედეგიანობით არ გამოირჩეოდა. მაგალითად, ჩელსიში გატარებულ პრემიერლიგის სეზონში მისი საუკეთესო მაჩვენებელი 11 გოლი იყო, ატლეტიკოს მაისურით ლა ლიგაში კი - 12 (ბოლო სეზონში).

"რა თქმა უნდა, ყველას სურს 30-40 გოლის გატანა, მაგრამ ვიცი ბევრი თავდამსხმელი, რომლებსაც ამდენი გოლი კი გააქვთ, მაგრამ საბოლოოდ ვერაფერს იგებენ. მე კი მიჩვეული ტიტულების მოგებას, მაგრამ 15-18 გოლის გატანას ვარ. ვისაც მაღალი ინდივიდუალური შედეგები გაინტერესებთ, ჩოგბურთს უყურეთ, ფეხბუთი კი სპორტის გუნდური სახეობაა.

იუვენტუსის შემდეგ პროგრესი არ მქონდა? შესაძლოა, უწინ ბევრი თვალსაჩინო მომენტი არ მქონია, მაგრამ ახლა საჭირო დროს საჭირო ადგილზე ვარ. 

ატლეტიკოში თამაში ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და მე ის ავისრულე. ეს არის კლუბი, რომელმაც ირწმუნა ჩემი და დამეხმარა გაზრდაში”, - აქვეყნებს ესპანელის სიტყვებს იტალიური მედია. 

მორატას გოლები პირლოს პასებით გაუტანია, ახლა მისი დავალებით გაიტანს

ალვარო მორატა ტურინის იუვენტუსის ღირსებას 2014-16 წლებში იცავდა და მასთან ერთად ორ-ორჯერ იტალიის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი, ერთხელ კი იტალიის სუპერთასის გამარჯვებული გახდა. ატლეტიკოსა და იუვენტუსის გარდა, ესპანელ ფორვარდს მადრიდის რეალსა და ლონდონის ჩელსიშიც უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები