Thumbnail

'შეიძლებოდა უარესი ყოფილიყო' - გენტის მწვრთნელი ჩაკვეტაძის ტრავმაზე

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ბელგიური გენტი ჟუპილერ ლიგის მე-7 ტურში ლეუვენს უმასპინძლებს და გიორგი ჩაკვეტაძე ისევ ვერ ითამაშებს. 21 წლის ქართველი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში არ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით ტრავმა ბოლომდე არ მოურჩენია.

ბელგიური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ვიმ დე დეკერმა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ სხეულს ბოლომდე გამოსაჯანმრთელებლად დრო სჭირდება:

ვიმ დე დეკერი (გენტის მთავარი მწვრთნელი): "გიორგი ჩაკვეტაძე აგრძელებს რეაბილიტაციას და მას ველოდებით. გიორგის ნამდვილად უნდა გუნდს მალე შეუერთდეს, მაგრამ სხეულს გამოსაჯანმრთელებლად დრო სჭირდება. ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მისი ტრავმა არც ისე სერიოზული გამოდგა. ამ სახის დაზიანება შეიძლებოდა ბევრად უარესი ყოფილიყო".

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ტრავმა 15 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ვენის რაპიდთან დაპირისპირებისას მიიღო. ქართველმა შემტევმა 4 დღის წინ ვარჯიში განაახლა, თუმცა გუნდს ჯერჯერობით ვერ ეხმარება. გენტი ბელგიის ჟუპილერ ლიგაში 6 ტურში მოპოვებული 6 ქულით მე-13 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები