Thumbnail
  • მსოფლიოს ჩემპიონატისთვის "ისლამური სახელმწიფოც" ემზადება.
  • ტერორისტები მუნდიალის პერიოდში თავდასხმას რუსეთის პრეზიდენტზეც აპირებენ.
  • პლაკატები, სადაც მოჯაჰედები მესის, რონალდოსა და ნეიმარს უსწორდებიან. 

ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" (ISIS) რუსეთის ფედარაციის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის დროს თავდასხმით დაემუქრა.  

ინტერნეტში გაჩნდა რამდენიმე პლაკატი, სადაც ტერორისტები რუსეთს, სირიის ტერიტორიაზე საომარი მოქმედებებისა და ქვეყნის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გამო ანგარიშსწორებით ემუქრებიან.

ერთ-ერთ პლაკატზე ვკითხულობთ: "რუსეთი 2018. პუტინ, თქვენ ურჯულო ხართ. თქვენ პასუხს აგებთ მუსულმანების დახოცვისთვის".

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ტერორისტები 2018 წლის მუნდიალს ემუქრებიან. მანამდე მათ გამოაქვეყნეს პლაკატი, რომელზეც არგენტინის ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მოჯაჰედის წინაშე მუხლებზეა დამხობილი.

მუქარის ადრესატები ასევე გახდნენ პორტუგალიის ნაკრების თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო და ბრაზილიის ნაკრების ფორვარდი ნეიმარი. 

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთის 11 ქალაქში 14 ივნისს დაიწყება და 15 ივლისს დასრულდებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები