Thumbnail

ამხანაგური მატჩი | დინამო ბათუმმა და მერანმა ჯამში 6 გოლი გაიტანეს

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • დინამო ბათუმი 3:3 მერანი თბილისი
  • გია გეგუჩაძის გუნდმა ამხანაგური მატჩი ჩაატარა

დინამო ბათუმმა ეროვნულ ლიგაში არსებული პაუზით ისარგებლა და სპარინგმატჩი თბილისის მერანის წინააღმდეგ ჩაატარა. თამაში დაძაბული, უხვგოლიანი გამოდგა და ფრე დაფიქსირდა - 3:3.

ანგარიში მერანის ფეხბურთელებმა მატჩის დასაწყისში გახსნეს, თუმცა გიორგი ნიქაბაძემ გათანაბრება სწრაფად მოახერხა. სულ მალე კი გია გეგუჩაძის გუნდმა დაწინაურებაც შეძლო, თავი შეტევაში ჩართულმა ცენტრალურმა მცველმა მალხაზ გაგოშიძემ გამოიჩინა. შესვენებამდე არაფერი შეცვლილა და დინამო ბათუმმა პირველი ტაიმი 2:1 მოიგო.

შესვენებაზე გია გეგუჩაძემ რამდენიმე ცვლილება განახორციელა, განაცხადში მყოფ ფეხბურთელთაგან მხოლოდ უკრაინელ მეკარეს, იჰორ ლევჩენკოს არ უთამაშია. მეორე ნახევარში თბილისის მერანის ფეხბურთელებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს, შემდეგ წინ გასვლაც მოახერხეს, სწრაფი კონტრშეტევა გოდფრი ობოაბონას ავტოგოლით დასრულდა. ბათუმელებმა გათანაბრება მაინც მოახერხეს, წონასწორობა შეცვლაზე შესულმა ვაკო თევდორაძემ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო ბათუმი მორიგ ამხანაგურ მატჩს 28 სექტემბერს, სამტრედიასთან გამართავს, ეროვნული ლიგის უახლოეს ტურში კი სტუმრად თელავს დაუპირისპირდება (2 ოქტომბერს).

დინამო ბათუმი 3:3 მერანი თბილისი

გოლები: 0:1 მახარობლიძე, 1:1 ნიქაბაძე, 2:1 გაგოშიძე, 2:2 ხაბულიანი, 2:3 ობოაბონა (საკ-კ), 3:3 თევდორაძე

დინამო ბათუმი (4-3-3): ალავიძე - მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე - მამუჩაშვილი, ტეიდი, ვაგნერი - გაფრინდაშვილი, ნიქაბაძე, შერგელაშვილი

მეორე ტაიმში შეცვლაზე ითამაშეს: ობოაბონა, ფაცაცია, ნავალოვსკი, მანჯგალაძე, თვედორაძე, ჯიღაური, რეინალდო, დვალიშვილი, წაქაძე

კომენტარები

ბოლო ამბები