Thumbnail

ოფიციალურად: ლუის სუარესი მადრიდის ატლეტიკოს ფეხბურთელია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ახლახან ბარსელონა დატოვა, მადრიდის ატლეტიკოსთან კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას ატლეტიკოს ოფიციალური საიტი ავრცელებს.

33 წლის ფეხბურთელმა მადრიდულ კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა და ორწლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 

"სუარესის ატლეტიკოში მოსვლით, დაგვემატა ბრწყინვალე ბომბარდირი, რომელსაც ევროპაში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა მოედანზე თავდადებითა და მიიჩნევა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ თავის პოზიციაზე", - ნათქვამია ატლეტიკოს პრესსამსახურის განცხადებაში. 

ურუგვაელმა ატლეტიკოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წელს, ლივერპულიდან გადავიდა და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში რიგით მესამე ბომბარდირია. ურუგვაელმა "ბლაუგრანაში" ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კარიერის განმავლობაში სუარესი ასევე იცავდა ამსტერდამის აიაქსის, გრონინგენისა და ნასიონალის ღირსებას, რომლის აღზრდილიცაა. ფორვარდი ურუგვაის ეროვნულ ნაკრებში 2007 წლიდან გამოდის.

კომენტარები

ბოლო ამბები