Thumbnail

ბორხა მაიორალი იტალიაში? რეალი ფეხბურთელის გაყიდვაზე თანახმაა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მადრიდის რეალის შემტევი იტალიურ გუნდს სურს
  • ბორხა მაიორალი რომაში გადასვლას უკვე დათანხმდა

მადრიდის რეალის შემტევის, ბორხა მაიორალის დამატება იტალიურ რომას სურს. ფეხბურთელი იტალიური კლუბის პირობებს უკვე დათანხმდა, თუმცა ახლა შეთანხმება გუნდებს შორის უნდა შედგეს.

"სამეფო კლუბი" მზადაა, რომ ფეხბურთელი გაყიდოს, მაგრამ იჯარის ვარიანტს გამორიცხავს. Sky Sport Italia-ს ინფორმაციით, რომა მაიორალს ედინ ჯეკოს შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე კლუბს დატოვებს.

23 წლის თავდამსხმელმა ბოლო ორი სეზონი ლევანტეში გაატარა და 63 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა. ბორხას დამატება სხვა ესპანურ გუნდებსაც სურთ, მაგრამ რეალი ფეხბურთელის იჯარასა და შემდგომ გამოსყიდვაზე უარს ამბობს.

ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის რეალთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდება.

კომენტარები

ბოლო ამბები