Thumbnail

ცნობილმა ურუგვაელმა ფეხბურთელმა, სებასტიან აბრეუმ ესპანურ მედიასთან ლუის სუარესის ტრანსფერთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. აბრეუმ აღნიშნა, რომ მის თანამემამულეს ატლეტიკოში პრობლემები არ შეექმნება და ადაპტაციას მალე გაივლის.

''გამიხარდა, როცა გავიგე, რომ სუარესი ატლეტიკოში გადავიდა. ლუისს დიდი მიზნები აქვს. მან უნდა დაამტკიცოს, რომ ის საუკეთესო შემტევია. ატლეტიკოში ადაპტაციისთვის 30 წამი დასჭირდება, როდესაც დიეგო სიმეონეს შეხვდება. სიმეონე მას დიდ მუხტს გადასცემს'', - განაცხადა აბრეუმ.

''ელ ლოკოს'' 30-ზე მეტ გუნდში უთამაშია, რითიც ის მსოფლიოს რეკორდსმენია. სუარესის ტრანსფერს ატლეტიკოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლიონელ მესიმ ამ თემას სპეციალური პოსტი მიუძღვნა

კომენტარები

ბოლო ამბები