Thumbnail
  • მენდის მოსვლის შემდეგ, სავარაუდოდ, კეპა სათადარიგო მეკარე იქნება
  • ლონდონური კლუბი არისაბალაგას გაყიდვას მომავალ წელს შეეცდება

ლონდონის ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი განახორციელა. ინგლისურმა კლუბმა ფრანგული რენიდან ედუარდ მენდი გადაიბირა. სენეგალელი კიპერი კეპა არისაბალაგას შემცვლელად მოიაზრება.

ინგლისური კლუბის მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლამპარდი კეპა არისაბალაგას არ ენდობა და მისი თამაშით უკმაყოფილოა. აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით, მენდი "არისტოკრატების" ნომერ პირველი მეკარე იქნება.

The Sun-ის ინფორმაციის თანახმად, ლამპარდი თანახმაა კეპა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სხვა გუნდში იჯარის წესით გაუშვას, თუკი გამოჩნდება ისეთი გუნდი, რომელსაც ესპანელი მეკარის დამატება ენდომება.

კეპა ჩელსიმ 2018 წელს,  მეკარისთვის სარეკორდო ფასად შეიძინა. არისაბალაგას ტრანსფერში ლონდონურმა კლუბმა 71 მილიონი ფუნტი გადაიხადა და ეს დღემდე მეკარეში გადახდილი ყველაზე დიდი თანხაა. კეპა გუნდში ტიბო კურტუას შესაცვლელად მოიყვანეს. მიუხედავად ამისა, 25 წლის ფეხბურთელმა ვერ გაამართლა. მას შეხვედრიდან შეხვედრამდე აკრიტიკებენ და ამის მიზეზი არისაბალაგას მიერ ხშირად დაშვებული გადამწყვეტი შეცდომებია.

ჩელსის სურს, რომ კეპას გაყიდვით მინიმუმ 40 მილიონი ფუნტი მიიღოს. პანდემიის ფონზე ეს გამორიცხულია. სწორედ ამიტომ, ლონდონელები შეეცდებიან, კეპა გაანათხოვრონ და მომავალ წელს გაყიდონ. ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ განათხოვრების შემთხვევაში შესაძლოა ესპანელმა უკეთ ითამაშოს, რის შემდეგაც მისი გაყიდვა უფრო მაღალ ფასში იქნება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები