Thumbnail

'კლუბიდან გაგდებას არ იმსახურებდი' - ლიონელ მესიმ ლუის სუარესს მიმართა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური

ბარსელონას თავდამსხმელი ლიონელ მესი გუნდიდან წასულ ლუის სუარესს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა. 32 წლის ურუგვაელ ფორვარდზე უარი კატალონიელთა ახალმა მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თქვა და შედეგად, სუარესი კარიერას მადრიდის ატლეტიკოში გააგრძელებს. 

ლიონელ მესიმ ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს ინსტაგრამზე მიმართა და აღნიშნა, რომ ის კლუბისგან ასეთ მოპყრობას არ იმსახურებდა.

"შენს წასვლას უკვე ვეგუები, მაგრამ დღეს შევედი გასახდელში და სრული სიცხადით შევიგრძენი, რა მოხდა. როგორი ძნელი იქნება უშენოდ მოედანსა და მის მიღმა გატარებული თითოეული დღე. ძალიან მოგვენატრები. ამდენი წელიწადი, მირთმეული მატე, ერთობლივი სადილი და ვახშამი… ამდენი რაღაც, რაც არასდროს მიეცემა დავიწყებას, თითეული ერთად გატარებული დღე. 

უცნაური იქნება შენი სხვა კლუბის მაისურში დანახვა და კიდევ უფრო უცნაური - შენს წინააღმდეგ თამაში. ბარსელონას ისტორიაში როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, შენი მიღწევების, მოპოვებული ტიტულებისა და ინდივიდუალური ჯილოდების გამო, საკადრისად გამომშვიდობებას იმსახურებდი. და არ იმსახურებდი იმას, რომ კლუბიდან გაეგდეთ, როგორც საბოლოოდ გამოვიდა. მაგრამ მე აღარაფერი მიკვირს. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს შენს ახალ თავგადასავალში. ძალიან მიყვარხარ. მალე შევხვდებით, მეგობარო", - წერია ლეო მესის ინსტაგრამზე.

ლუის სუარესი ბარსელონაში 2014 წელს, ლივერპულიდან გადავიდა და 283 მატჩში 198 გოლი გაიტანა, რითაც კლუბის ისტორიაში რიგით მესამე ბომბარდირია. ურუგვაელმა "ბლაუგრანაში" ოთხ-ოთხჯერ ესპანეთის ჩემპიონატი და ესპანეთის თასი, 2-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, თითოჯერ კი ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები