Thumbnail
  • 'ლასლო ბოლონიმ იეს ტორუპის გეგმა სანაგვე ყუთში მოისროლა და ეს შედეგი მიიღო'
  • ქართველი ფეხბურთელის თამაში კიევის დინამოსთან განმეორებით მატჩშიც საეჭვოა

ბელგიურმა გენტმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში კიევის დინამოსთან საშინაო მატჩი 1:2 წააგო და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ამას კონკრეტული მიზეზი ჰქონდა. Het Laatste Nieuws-ის აზრით, ყველაფერი ლასლო ბოლონის მიერ შერჩეულ არასწორი მზადების გეგმას მოჰყვა, რამაც პრობლემები ბევრ ფეხბურთელს შეუქმნა და მათ შორის, ქართველი გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმაც (ვენის რაპიდთან მატჩში) გამოიწვია.

“გენტის უწინდელ თავკას იეს ტორუპს კონკრეტული გეგმა ჰქონდა შემუშავებული, რომლის მიხედვითაც გენტი საუკეთესო ფორმაში სწორედ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის უნდა შესულიყო. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაზა გახლავთ, რადგანაც ჯგუფში გასვლის შემთხვევაში, გენტი მინიმუმ 25 მილიონ ევროს მიიღებს. ისე მოხდა, რომ ტორუპს თანამდებობის დატოვება მოუწია, მისმა შემცვლემა ლასლო ბოლონიმ კი აღნიშნული გეგმა სანაგვე ყუთში მოისროლა. რუმინელმა გენტის მომზადება თავისი მეთოდებით დაიწყო და აკი, ვენის რაპიდთან მატჩამდეც ვერ მიაღწია, თუმცა, გათვლებში რომ ცდებოდა, შემდგომშიც გამოჩნდა. ისე გამოვიდა, რომ კიევის დინამოსთან გადამწყვეტ დაპირისპირებას ტრავმირებული შეხვდნენ გიორგი ჩაკვეტაძე და სვენ კუმსი, უკრაინელი რომან იარემჩუკი და ვადის ოჯიჯა-ოფოე უშუალოდ ამ თამაშისას დაშავდნენ და გამოცვალეს, ლორენ დეპუატრე კი ფიზიკურად აშკარად მოუმზადებელი იყო და მე-2 ტაიმში სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. გასაკვირი არ ყოფილა, რომ ასეთ მდგომარეობაში მყოფმა გენტმა რაპიდსა და ბელგიის ჩემპიონატში მუსკრონს გაჭირვებით აჯობა, კიეველებთან კი სუსტად გამოიყურებოდა”.

ლასლო ბოლონიმ გენტის მწვრთნელად მხოლოდ 25 დღე იმუშავა

შეგახსენებთ, რომ გენტისა და დინამოს განმეორებითი მატჩი უკრაინაში 29 სექტემბერს გაიმართება და ცხადია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპთან გაცილებით ახლოს კიეველები იმყოფებიან. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მან ვარჯიში განაახლა, თუმცა, მომავალ შეხვედრაში მისი მინდორზე გამოჩენა საეჭვოა. ისიც სათქმელია, რომ კონკრეტულად გიორგის ტრავმიანობის ბოლონისთან (მან გუნდში მხოლოდ 25 დღე გაატარა და ადგილი ვინ დე დეკერს დაუთმო) დაკავშირება ცოტა უცნაურია, რადგანაც ქართველი ფეხბურთელი მანამდეც ხშირად იყო დაშავებული, მათ შორის ხსენებული ტორუპის მწვრთნელობის დროსაც.

📺 ჩაკვეტაძის ტრავმის ეპიზოდი

კომენტარები

ბოლო ამბები