Thumbnail
  • ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ექვსმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა
  • გიორგი ქვილითაიამ ევროტურნირზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა
  • ბუდუ ზივზივაძე და ვაკო გვილია ევროპალიგის პლეი ოფში ითამაშებენ

ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 6 ქართველი ფეხბურთელის სამმა გუნდმა ითამაშა. ბუდუ ზივზივაძის ფეჰერვარმა ფრანგული ლიგა ერთის რეიმსი პენალტების სერიაში გააგდო. შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, თუმცა უნგრელებმა თერთმეტმეტრიანების სერიაში დარტყმები უკეთ შეასრულეს და პლეი ოფშიც გავიდნენ. ზივზივაძემ მინდორზე 68 წუთი გაატარა. ქართველი მოთამაშე ბრაზილიელმა ევანდრომ შეცვალა. ბუდუს გუნდის მომდევნო მეტოქე ლიეჟის სტანდარდი იქნება, რომელმაც სერბულ ვოიოვოდინას 2:1 აჯობა.

თემურ ქეცბაიას ანორთოსისი ბაზელთან სტუმრად 2:3 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი იყო: გიორგი ლორია, მურთაზ დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ოქრიაშვილის გარდა, მატჩი ყველა ქართველმა სრულად ჩაატარა.

ბაზელმა პირველი ტაიმის 21 წუთში 3 გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ტაიმის 50-ე წუთზე ოქრიაშვილმა სიმულაციისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს.

ათი კაცით დარჩენილმა ანორთოსისმა მაინც გაიბრძოლა და 67-ე წუთზე გიორგი ქვილითაიამ პენალტის გატანა მოახერხა. ქართველმა შემტევმა ევროტურნირზე 4-წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. გიორგიმ ბოლოს, ევროპალიგაზე, ვენის რაპიდის მაისურით იტალიურ სასუოლოსთან გამოიჩინა თავი. ქეცბაიას გუნდმა მეტის გაკეთება დარჩენილ დროში ვეღარ მოახერხა და ევროპალიგას დაემშვიდობა.

📺 მატჩის მიმოხილვა

ვაკო გვილიას ლეგიაც პლეი ოფში ითამაშებს. პოლონელებმა კოსოვოს დრიტასთან პირველ ტაიმში 2 გოლის გატანა მოახერხეს და მატჩიც 2:0 მოიგეს. გვილია მოედანზე 63-ე წუთზე გამოჩნდა. ლეგიას მეტოქე პლეი ოფში აზერბაიჯანული ყარაბაღი იქნება.

კომენტარები

ბოლო ამბები