Thumbnail

ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს გრანადასა და თბილისის ლოკომოტივს (2:0) შორის ესპანური გამოცემა AS გამოეხმაურა და თბილისელთა მხრიდან 19 წლის მეკარე გიორგი მამარდაშვილი გამოარჩია.

ლოკომოტივის შემადგენლობაში გიორგი მართლაც საუკეთესო იყო და გარდა იმისა, რომ გაშვებულ გოლებში ბრალი არ მიუძღვის, საკუთარი გუნდი 9-ჯერ გადაარჩინა, რაც ერთი მატჩისთვის ძალიან მაღალი მაჩვენებელია.

AS: "გრანადას უპირატესობა გაბაძის მე-2 ყვითელი ბარათის შემდეგ კიდევ უფრო დიდი გახდა. ქართული გუნდი ამის მერე მოედნიდან საერთოდ გაქრა და გრანადელთა მეკარე რუი სილვა ჩვეულებრივი მაყურებელი იყო. მოლინას და სოროს დარტყმები ქართველთა მეკარემ მოიგერია - მამარდაშვილი ერთადერთი იყო, რომელიც თავის გუნდს თამაშში ტოვებდა და მისი სეივები ქართველებს აცოცხლებდა. გრანადას უპირატესობა ციფრებშიც გამოიხატა: 24 დარტყმა და არცერთი დარტყმა ქართული გუნდის მხრიდან. ახლა გაცილებით დიდი ტრადიციების მქონე მეტოქის დროა. ეს მალმიოა".

შეგახსენებთ, რომ თბილისის ლოკომოტივმა ევროპალიგაზე რუმინული კრაიოვა (2:1) და მოსკოვის დინამო (2:1) დაამარცხა და თავის ისტორიაში პირველად ითამაშა და ევროტურნირის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე.

📺 ვიდეო: გიორგი მამარდაშვილის სეივები გრანადასთან

კომენტარები

ბოლო ამბები