Thumbnail
  • ბაიერნი 1:1 (2:1 დ.დ.) სევილია
  • გოლები: 0:1 ოკამპოსი (13-პენ), 1:1 გორეტცკა (34), 2:1 ხავი მარტინესი (104) 

მიუნხენის ბაიერნმა არსებობის ისტორიაში უეფას სუპერთასი მეორედ მოიგო. ჰანსი ფლიკის გუნდმა ბუდაპეშტში, ფერენც-პუშკაშ-არენაზე დაახლოებით 15 500 მაყურებლის თვალწინ, სევილია დამატებით დროში 2:1 დაამარცხა. მატჩის ბედი ხავი მარტინესმა გადაწყვიტა, რომლისთვისაც ეს რეკორდმაისტერში, დიდი ალბათობით, ბოლო თამაში იყო.

სევილიამ თამაში დაცვიდან დაიწყო და აქედან გამომდინარე, ცოტა მოულოდნელად დაწინაურდა, თუმცა ბაიერნმა პირველივე ტაიმში შეძლო გათანაბრება - აბსოლუტურად დამსახურებულად.

რეკორდმაისტერის კარში პენალტი მე-13 წუთზე დაინიშნა - ალაბამ რაკიტიჩთან წესები დაარღვია. თერთმეტმეტრიანი ოკამპოსმა გაიტანა. 34-ე წუთზე ბავარიელებმა წონასწორობა ეფექტური გოლით აღადგინეს - მიულერი-ლევანდოვსკი-გორეტცკას კომბინაცია ამ უკანასკნელმა დაასრულა.

ჰანსი ფლიკის გუნდს მეორე ტაიმშიც ჰქონდა უპირატესობა - თუმცა სევილიამ ორჯერ ძალიან სახიფათო კონტრშეტევა განახორციელა. მიუნხენელებს გოლი გაუუქმეს: ლევანდოვსკი მარცხენა ფეხით თამაშგარე მდგომარეობაში იყო. ძირითადი დრო 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.

99-ე წუთზე ფლიკმა თამაშში ხავი მარტინესი ჩართო და როგორც აღმოჩნდა, ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ბაიერნი წინ სწორედ მან გაიყვანა! კუთხურის შემდეგ, ალაბას დარტყმა ბონომ უიღბლოდ მოიგერია და ხავი მარტინესმა თავით გაიტანა.

ბაიერნი 1:1 (2:1 დ.დ.) სევილია

გოლები: 0:1 ოკამპოსი (13-პენ), 1:1 გორეტცკა (34), 2:1 ხავი მარტინესი (104) 

ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - პავარი, ზიულე, ალაბა (112. ბოატენგი), ერნანდესი (99. დევისი) - კიმიხი, გორეტცკა (99. ხავი მარტინესი) - გნაბრი, მიულერი, სანე (70. ტოლისო) - ლევანდოვსკი.

სევილია (4-3-3): ბონო - ხესუს ნავასი, კუნდე, დიეგო კარლოსი, ესკუდერო - ფერნანდო, ჟორდანი (94. ვასკესი), რაკიტიჩი (58. ოლივერი) - სუსო (73. გუდელი), ლ. დე იონგი (56. ელ-ნესირი), ოკამპოსი.

კომენტარები

ბოლო ამბები