Thumbnail

ჰარდენი და ემბიიდი ერთად? ფილადელფიაში დ’ანტონის იმედი აქვთ

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • NBC Sports-ის ჟურნალისტი ჯეიმს ჰარდენის შესაძლო ტრანსფერზე წერს
  • ფილადელფია ჯერ მაიკ დ’ანტონის დათანხმებას ცდილობს

ფილადელფია სიქსერსის ხელმძღვანელებს გუნდის მთავარ მწვრთნელად მაიკ დ’ანტონის დანიშვნა სურთ. პენსილვანიელთა ინტერესის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, ახლა კი NBC Sports-ის ჟურნალისტი ჯონ კლარკი იტყობინება, რომ ფილაში დ’ანტონის დანიშვნასთან ერთად იმედი აქვთ, რომ ეს უკანასკნელი ჰიუსტონ როკეტსის ვარსკვლავ ჯეიმს ჰარდენს სიქსერსში გადასვლაზე დაითანხმებს. კლარკი ამის შესახებ ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს.

აღსანიშნავია, რომ ჰარდენს როკეტსთან კონტრაქტი კიდევ 2 სეზონით აკავშირებს. დ’ანტონისთან ერთად, ფილადელფიაში ტაირონ ლიუზეც ფიქრობენ.

ჰიუსტონი ამ სეზონში პლეი ოფის მეორე რაუნდში ლოს ანჯელეს ლეიკერსთან დამარცხდა, რის შემდეგაც დ’ანტონიმ თანამდებობა დატოვა. ჯეიმს ჰარდენი არ მალავდა, რომ მისი დარჩენის იმედი ჰქონდა და უკმაყოფილო იყო მისი წასვლით.

მაიკ დ'ანტონი და ჯეიმს ჰარდენი

ჰიუსტონმა დ’ანტონის ერაში 217 თამაში მოიგო და 102 მარცხი იწვნია. პლეი ოფში როკეტსი სამჯერ გავიდა მეორე წრეში და ერთხელ დასავლეთ კონფერენციის ფინალშიც ითამაშა. ბოლო 4 წელიწადში ჰიუსტონ როკეტსზე მეტი თამაში პლეი ოფში მხოლოდ გოლდენ სტეიტ უორიორსს, ბოსტონ სელტიკსს და ტორონტო რეპტორსს აქვთ მოგებული.

 

კომენტარები

ბოლო ამბები