Thumbnail

კორონავირუსი ზლატანამდეც მივიდა - იბრაჰიმოვიჩი ინფიცირებულია

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • შვედ ვარსკვლავს COVID-19 დაუდასტურდა
  • ის მილანს მინიმუმ 2 კვირა ვერ დაეხმარება

მილანის თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი კორონავირუსით დაინფიცირდა. შვედი ფეხბურთელის ტესტირების პასუხი დადებითი აღმოჩნდა და მას ორკვირიან იზოლაციაში მოუწევს ყოფნა.

იბრას ვირუსი უსიმპტომოდ გამოუვლინდა და მილანს უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება, მათ შორის, ვერც დღეს, ევროპალიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ნორვეგიულ ბოდო გლიმტთან შეხვედრაში.

აღსანიშნავია, რომ გუშინ კორონავირუსი მილანის კიდევ ერთ ფეხბურთელს ლეო დუარტეს დაუდასტურდა. იბრაჰიმოვიჩისთვის მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო. მან ორ ოფიციალურ მატჩში 3 გოლის გატანა მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები