Thumbnail

ქვიზი: გამოიცანი ფეხბურთელი მეორე მოქალაქეობის მიხედვით

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ჩვენ ვასახელებთ მოთამაშეს, თქვენ მის მეორე მოქალაქეობას
  • დაბადების ადგილს ხშირად გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

ლივერპულის ესპანელი ახალწვეულის, ტიაგო ალკანტარას მამას - მაზინიოს ბრაზილიის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკა და მსოფლიოს ჩემპიონატი აქვს მოგებული. თვითონ ტიაგო იტალიაში დაბადებული და ბრაზილიაში გაზრდილია, 6 წლის იყო როდესაც ესპანეთში წაიყვანეს.

ტიაგომ, მისი ძმისგან - რაფინიასგან განსხვავებით, თამაში ისტორიული სამშობლოს ნაკრებში არ ისურვა და ესპანეთის წითელი მაისური მოირგო. 2007 წლიდან დღემდე, ესპანეთის ასაკობრივ, ახალგაზრდულ და დიდ ნაკრებებში, ჯამში 81 მატჩი აქვს ჩატარებული.

ამ ქვიზში ჩვენ გისახელებთ მოთამაშეს, თქვენ ორი სავარაუდო პასუხიდან უნდა ამოირჩიოთ ერთ-ერთი და გვითხრათ მისი მეორე მოქალაქეობა.

კილიან მბაპე

კილიან მბაპე
კამერუნი
ტუნისი
სწორია!
მბაპეს მამა კამერუნიდან გახლავთ, ხოლო დედა ალჟირიდან.
არასწორია!
მბაპეს მამა კამერუნიდან გახლავთ, ხოლო დედა ალჟირიდან.

ივან რაკიტიჩი

ივან რაკიტიჩი
შვეიცარია
აშშ
სწორია!
რაკიტიჩი შვეიცარიაში, აარგაუს კანტონშია დაბადებული.
არასწორია!
რაკიტიჩი შვეიცარიაში, აარგაუს კანტონშია დაბადებული.

რაჰიმ სტერლინგი

რაჰიმ სტერლინგი
ნიგერია
იამაიკა
არასწორია!
სტერლინგი იამაიკის დედაქალაქში, კინგსტონშია დადებული. 2 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს და მარტოხელა ათლეტმა დედამ გაზარდა.
სწორია!
სტერლინგი იამაიკის დედაქალაქში, კინგსტონშია დადებული. 2 წლის იყო, როდესაც მამა მოუკლეს და მარტოხელა ათლეტმა დედამ გაზარდა.

გონსალო იგუაინი

გონსალო იგუაინი
საფრანგეთი
იტალია
სწორია!
იგუაინი საფრანგეთის ბრიტანის რეგიონში, ქალაქ ბრესტშია დაბადებული. მამამისი, არგენტინელი ფეხბურთელი- ხორხე იგუაინი მაშინ სწორედ ამავე ქალაქის გუნდში თამაშობდა.
არასწორია!
იგუაინი საფრანგეთის ბრიტანის რეგიონში, ქალაქ ბრესტშია დაბადებული. მამამისი, არგენტინელი ფეხბურთელი- ხორხე იგუაინი მაშინ სწორედ ამავე ქალაქის გუნდში თამაშობდა.

ვირჯილ ვან დაიკი

ვირჯილ ვან დაიკი
სურინამი
მოზამბიკი
სწორია!
ვან დაიკი სურინამში არ დაბადებულა, თუმცა დედამისი სურინამიდანაა.
არასწორია!
ვან დაიკი სურინამში არ დაბადებულა, თუმცა დედამისი სურინამიდანაა.

პიერ-ემერიკ ობამეიანგი

პიერ-ემერიკ ობამეიანგი
გვადალუპე
საფრანგეთი
არასწორია!
გაბონელ ობამეიანგს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.
სწორია!
გაბონელ ობამეიანგს საფრანგეთის 21-წლამდელთა ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.

ერიკ დაიერი

ერიკ დაიერი
პორტუგალია
შვედეთი
სწორია!
დაიერი 7 წლის იყო, როდესაც პორტუგალიაში წაიყვანეს, სადაც სპორტინგის აკადემიაში მოხვდა და სამხრეთში ჯამში 10 წელი გაატარა.
არასწორია!
დაიერი 7 წლის იყო, როდესაც პორტუგალიაში წაიყვანეს, სადაც სპორტინგის აკადემიაში მოხვდა და სამხრეთში ჯამში 10 წელი გაატარა.

მირალემ პიანიჩი

მირალემ პიანიჩი
ბელგია
ლუქსემბურგი
არასწორია!
პიანიჩი ლუქსემბურგში, ბოსნიელი დევნილების ოჯახში გაიზარდა.
სწორია!
პიანიჩი ლუქსემბურგში, ბოსნიელი დევნილების ოჯახში გაიზარდა.

კევინ-პრინს ბოატენგი

კევინ-პრინს ბოატენგი
იტალია
გერმანია
არასწორია!
მისი უმცროსი ძმა - ჯერომი გერმანიის ნაკრებში თამაშობს, ხოლო კევინ-პრინსმა მამის სამშობლო - განა არჩია. თუმცა დაბადებული და გაზრდილი გერმანიაშია.
სწორია!
მისი უმცროსი ძმა - ჯერომი გერმანიის ნაკრებში თამაშობს, ხოლო კევინ-პრინსმა მამის სამშობლო - განა არჩია. თუმცა დაბადებული და გაზრდილი გერმანიაშია.

ლეროი სანე

ლეროი სანე
საფრანგეთი
სენეგალი
სწორია!
ლეროის მამა - სულეიმანი საფრანგეთში გაზრდილი სენეგალელი ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა, ლეროი დედის სამშობლოში, გერმანიაში დაიბადა და გერმანიასთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობასაც ფლობს.
არასწორია!
ლეროის მამა - სულეიმანი საფრანგეთში გაზრდილი სენეგალელი ფეხბურთელი გახლდათ. თუმცა, ლეროი დედის სამშობლოში, გერმანიაში დაიბადა და გერმანიასთან ერთად, საფრანგეთის მოქალაქეობასაც ფლობს.

ალბათ ჰოლანდიელ სურინამელებზეც არაფერი იცი

ალბათ ჰოლანდიელ სურინამელებზეც არაფერი იცი

კარგად მიდიოდი, მაგრამ კევინ-პრინსივით განა აირჩიე

კარგად მიდიოდი, მაგრამ კევინ-პრინსივით განა აირჩიე

ალბათ სანეს ლაბირინთიც წარმატებით გაიარე

ალბათ სანეს ლაბირინთიც წარმატებით გაიარე

 

კომენტარები

ბოლო ამბები