Thumbnail

ალეგრი მალე დაბრუნდება? მისი სამსახური იუვენტუსზეა დამოკიდებული

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე
  • მასიმილიანო ალეგრი მზადაა, სამწვრთნელო საქმიანობა განაახლოს
  • იუვენტუსის ყოფილ მწვრთნელს რომაში იწვევენ

რომას მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, მასიმილიანო ალეგრი დაინიშნოს. გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი უკვე წელიწადზე მეტია, უმუშევარია და ფეხბურთში დაბრუნება სურს, ხოლო "ჯალოროსის" ხელმძღვანელობა მოქმედი მთავარი მწვრთნელის, პაულუ ფონსეკას მუშაობით უკმაყოფილოა.

პორტუგალიელს ფეხბურთელებთან იდეალური ურთიერთობა არ აქვს. გარდა ამისა, რომას არც სახარბიელო შედეგები აქვს, რაც მისი გათავისუფლების შანსს ზრდის. ალეგრის მიწვევა კლუბის ახალ მფლობელებს, კერძოდ ფრიედკინის ოჯახს უნდა. მათ სურთ, რომ გულშემატკივრებს ძლიერი მესიჯი გაუგზავნონ - კლუბში დიდ მიზნებთან დაკავშირებით.

ნახეთტანგო იტალიურ შოუში - ალეგრიმ იცეკვა და ეს კარგი სანახავია

‘კორიერე დელო სპორტი’ წერს, რომ ფონსეკას მომავავლისთვის გადამწყვეტი უახლოესი მატჩი იქნება, რომელსაც რომა 27 სექტემბერს, იუვენტუსის წინააღმდეგ გამართავს. ალეგრის ალტერნატიულ ვარიანტებად მაურიციო სარი და რალფ რანგნიკი სახელდებიან.

მასიმილიანო ალეგრი 2019 წლის მაისიდან უმუშევარია. იტალიელი მანამდე, 5 სეზონის განმავლობაში, იუვენტუსში წარმატებით მუშაობდა და ტურინული გუნდი ზედიზედ 5-ჯერ იტალიის ჩემპიონი გახდა, 4-ჯერ იტალიის თასი მოაგებინა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები