Thumbnail

ტრანსფერი | ოფიციალურად: ლონდონის ჩელსის ახალი მეკარე ჰყავს!

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ჩელსი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აგრძელებს
  • სენეგალელი მეკარე ლონდონურ კლუბში 5 წლით დარჩება 

ლონდონის ჩელსიმ მორიგი ტრანსფერი განახორციელა: ინგლისურმა კლუბმა ფრანგული რენიდან ედუარდ მენდი გადაიბირა. ამის შესახებ "არისტოკრატებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით გვამცნეს.

28 წლის მეკარემ ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და იგი ჩელსის ღირსებას 2025 წლის ზაფხულამდე დაიცავს. სენეგალელი ფეხბურთელი შეეცდება, ძირითადი თერთმეტეულისთვის კეპა არისაბალაგასა და ვილი კაბალიეროს შეეჯიბროს.

"აღბრთოვანებული ვარ, რომ ჩელსის შევუერთდი. ჩემთვის ოცნება იყო, რომ ამ გუნდის წევრი ვყოფილიყავი და ფრენკ ლამპარდთან და მთლიანად მის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მემუშავა. მოუთმენლად ველოდები ჩემს თანაგუნდელებთან შეხვედრას და თამაშის დაწყებას" - განაცხადა მენდიმ.

ლამპარდი მეკარეს აქტიურად ეძებდა. ინგლისელი სპეციალისტი კეპას არ ენდობა და მისი თამაშით უკმაყოფილოა. მენდის დამატების შემდეგ, შესაძლოა ფრენკმა, სენეგალელი გუნდში ნომერ პირველ მეკარედ დაასახელოს.

კომენტარები

ბოლო ამბები