Thumbnail

მერვე ბრძოლა UFC-ში - მერაბ დვალიშვილის მეტოქე გაირკვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მერაბ დვალიშვილი UFC-ში მორიგი ბრძოლისთვის ემზადება
  • მისი მეტოქე უკვე ცნობილია - ბრძოლის თარიღად 5 დეკემბერს ასახელებენ

ქართველი მებრძოლი მერაბ დვალიშვილი UFC-ში მერვე ბრძოლას ჩაატარებს. სავარაუდოდ, მერაბი 5 დეკემბერს იჩხუბებს და მეექვსე გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

ამერიკელი ჟურნალისტის, გრეგ როზენშტაინის ინფორმაციით, დვალიშვილის მეტოქე კოდი სტამანი იქნება, რომელსაც UFC-ში ჩატარებულ 8 ბრძოლაში 5 მოგება, 1 ფრე და 2 მარცხი აქვს.

მერაბს წინ მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის. მან ბოლოს ჯონ დოდსონის დამარცხება მოახერხა. შეგახსენებთ, რომ დვალიშვილმა UFC-ში პირველი 2 ბრძოლა დათმო, რის შემდეგაც ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები