Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: კაკტუსმა დინამო დაამარცხა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რეგულარული ჩემპიონატის გადამწყვეტი ფაზა.
  • კაკტუსი 91:86 დინამო

საკალათბურთო სუპერლიგა საინტერესო მატჩით განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კაკტუსი თბილისის დინამოს დაუპირისპირდა. ეს იყო ამ გუნდების მე-4 და უკანასკნელი დაპირისპირება რეგულარულ ჩემპიონატში.

წინა 3 დაპირისპირებისგან განსხვავებით, ამჯერად კაკტუსმა გაიმარჯვა

ამერიკელი დეანდრე პარკსის ლიდერობით, კაკტუსმა შესანიშნავად ითამაშა და მოქმედი ჩემპიონი, დინამო დაამარცხა, 91:86.

თამაში ქულა ქულაში წარიმართა, ლიდერი 12-ჯერ შეიცვალა და თანაბარი ანგარიშიც ამდენჯერვე დაფიქსირდა. 

კაკტუსმა მეორე პერიოდის ბოლოს უპირატესობა მოიპოვა და დიდ შესვენებაზე 8-ქულიანი ფორით გავიდა, თუმცა მესამე მეოთხედი დინამომ უკეთ დაიწყო და ისევ დაიძაბა ვითარება.

დაძაბულობა ბოლო წუთამდე შენარჩუნდა, გადამწყვეტ მომენტში კიი კაკტუსმა დაცვაში იყოჩაღა, ორი შედეგიანი შეტევა განახორციელა და გაიმარჯვა კიდეც.

კაკტუსს 28 ქულით დეანდრე პარკსმა ულიდერა, ხოლო 23 ქულა ჩააგდო დავით ლომიძემ. დინამოში 23 ქულით საუკეთესო ალეკსანდრ მიტროვიჩი იყო.

სატურნირო ცხრილს 45 ქულით ქუთაისი ლიდერობს, შემდეგ კი 44-44 ქულით ერთბაშად 3 გუნდი მოდის: დინამო, რუსთავი და კაკტუსი  

კომენტარები

ბოლო ამბები