Thumbnail

ნიკა კაჭარავას საგოლე პასი - ლეხი ევროპალიგის პლეი ოფშია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • აპოლონი 0:5 ლეხი
  • პოლონეთის ვიცე-ჩემპიონი ევროპალიგის პლეი ოფში ადვილად გავიდა
  • საქართველოს ნაკრების ფორვარდის პირველი შედეგიანი მოქმედება ახალ გუნდში

ნიკა კაჭარავას ლეხი ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში კვიპროსულ აპოლონს ესტუმრა და მეტოქე 5:0 გაანადგურა.

კაჭარავა მოედანზე 67-ე წუთზე გამოჩნდა. ნიკამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში საგოლე გადაცემა გააკეთა და პორტუგალიელ პედრო ტიბას გაატანინა.

ლეხი ევროპალიგის პლეი ოფში ბელგრადის პარტიზანსა და ბელგიურ შარლერუას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 თავდამსხმელი პოლონეთის ვიცე-ჩემპიონების რიგებში კვიპროსული ანორთოსისიდან, იჯარის წესით გადავიდა. ნიკამ ლეხის მაისურით მეორე მატჩში ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები