Thumbnail
  • კონსტანტინე მიქაუტაძე უკლუბოდ აღარ არის
  • ქართველი მორაგბე ასიერ უსარაგას შემცვლელად აიყვანეს

საქართველოს ნაკრების მორაგბე კონსტანტინე მიქაუტაძე კარიერას ისევ ფრანგულ კლუბში გააგრძელებს. ის ბაიონას ღირსებას დაიცავს.

ფრანგული "ეკიპის" ინფორმაციით, მიქაუტაძე კლუბს სამედიცინო ჯოკრის სტატუსით შეუერთდა. მან ესპანელი ხავიერ უსარაგა უნდა ჩაანაცვლოს, რომელმაც ტრავმა მიიღო.

იმედია, რომ კონსტანტინე 8 ერისთვის რამდენიმე მატჩის ჩატარებას მოასწრებს და სანაკრებო ტურნირს კარგ ფორმაში შეხვდება. ქართველმა მორაგბემ კორონავირუსზე ტესტიც გაიკეთა და ახლა უკვე მზადაა, კლუბს შეუერთდეს.

მიქაუტაძე ბოლო წლებში ფრანგული ელიტის უძლიერეს კლუბებში თამაშობდა. მან ტულონში 5 წელიწადი გაატარა (2011-2016), ხოლო 4 წლის განმავლობაში მონპელიეში  ითამაშა (2016-2020).

კომენტარები

ბოლო ამბები