Thumbnail

ბორდოს მორაგბემ კლუბთან კონტრაქტი ორიგინალურად გაახანგრძლივა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მორაგბემ პატარძლის კაბა ჩაიცვა და ახალი კონტრაქტი აღნიშნა
  • ნანს დუკუი ბორდოში კიდევ სამი წელი ითამაშებს

ფრანგული ბორდოს მორაგბე ნანს დუკუიმ კლუბთან კონტრაქტი 3 წლით გაახანგრძლივა. ნანსი გუნდში 2024 წლამდე დარჩება. მორაგბემ კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება სახალისოდ აღნიშნა - მან პატარძლის კაბა ჩაიცვა და კლუბმაც მისი ახალი კონტრაქტი ასე დააანონსა.

''მეორე ქორწინება ორ თვეში! 6-წლიანი სიყვარულის ისტორია ბორდოსთან გრძელდება. სიხარულით და სიამაყით ვამბობ, რომ კიდევ 3 წელი ვიქნები საუკეთესო გუნდის ერთგული'', - წერს ინსტაგრამზე ბორდოს მორაგბე.

ნანს დუკუი 6 თვის წინ ბორდოს ფოტოგრაფზე ჯასტინ ჰამონზე დაქორწინდა. დუკუ კლუბში 2015 წლიდან თამაშობს. მან ბორდოს მაისური 89 შეხვედრაში მოირგო და 17 ლელო დადო. ნანსის საფრანგეთის ნაკრებში 4 თამაში აქვს ჩატარებული. მისი თანაგუნდელები ფრანგულ კლუბში ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი არიან.

კომენტარები

ბოლო ამბები